ფერან ტორესის დაბრუნება 2 თვის შემდეგ

ფერან ტორესის დაბრუნება 2 თვის შემდეგ

"ბარსელონას" თავდამსხმელი ფერან ტორესი 59-დღიანი უქმობის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

ტორესმა შაბათს "ლას პალმასის" წინააღმდეგ 31 იანვრის შემდეგ პირველად ითამაშა. ესპანელმა ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა "ოსასუნასთან" მატჩის დაწყებიდან მალევე მიიღო, რის გამოც მას 8 შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

24 წლის შემტევი გრან კანარიელებთან თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. მან 71-ე წუთზე ლამინ იამალი შეცვალა. ტორესს შანსი ჰქონდა, მოედანზე გამოსვლიდან მალევე თავი გამოეჩინა და ანგარიში 2-0 გაეხადა, მაგრამ მეტოქე გუნდის მეკარემ შესანიშნავი სეივი შეასრულა. ფერანმა დაახლოებით 20 წუთი ითამაშა, რა დროშიც იგი კარგად გამოიყურება.

ტორესი მიმდინარე წლის დასაწყისში შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა დაზიანების მიღებამდე 10 დღით ადრე "ბეტისთან" ჰეთ თრიქი შეასრულა, რისი წყალობითაც მას ამ სეზონში 11 გოლი დაუგროვდა. იმედია, ფერანი "პარი სენ-ჟერმენთან" მძიმე მატჩშიც დაგვეხმარება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 აპრილი 2024 23:15
    0
    ბარსაში ამისგან არაფერი გამოვა, სხვაგან არ ვიცი. რაფინიას უფრო გამოიყენებს კაცი ვიდრე ამას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 აპრილი 2024 16:42
    2
    კარგად ყოფილა ჩვენი საქმე თუ პსჟ-თან ფერანის იმედი გვაქვს.
    Culé [?]
    #1 1 აპრილი 2024 15:43
    1
    იმედია პსჟ-თან გამოიჩენს თავს.