უთანხმოება პსჟ-ში | ბარსასთან მატჩამდე 10 დღეზე ნაკლები რჩება

უთანხმოება პსჟ-ში | ბარსასთან მატჩამდე 10 დღეზე ნაკლები რჩება

  • თამაშის დრო: ოთხშაბათი, 10 აპრილი, 23:00

"ბარსელონასა" და "პარი სენ-ჟერმენის" მატჩამდე დაახლოებით 10 დღით ადრე პარიზელთა ბანაკში ჰარმონიული განწყობა ნამდვილად არ სუფევს.

ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, საქმე პსჟ-ს მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესა და გუნდის ლიდერ კილიან მბაპეს ეხებათ. ჩანს, რომ მათ შორის ურთიერთობა იძაბება.

"მარსელთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში ლუის ენრიკემ მბაპე 65-ე წუთზე შეცვალა. როგორც ფრანგი ვარსკვლავის რეაქციიდან ჩანს, მას მწვრთნელის გადაწყვეტილება არ მოეწონა.

ენრიკეს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა პსჟ-ის ზოგიერთი გულშემატკივარიც. ამასთან დაკავშირებით 53 წლის სპეციალისტმა თამაშის შემდეგ განაცხადა:

ხალხი ჩემს გადაწყვეტილებას არ ეთანხემბა? არ მადარდებს.

ყოველ კვირა ერთი და იგივე მუსიკა, ერთი და იგივე მუსიკა... ეს მოსაწყენია. მე მწვრთნელი ვარ. გადაწყვეტილებებს მე ვიღებ.

პსჟ-თვის ყველაფერს ვაკეთებ და ასე იქნება მანამ, სანამ ამ გუნდის მწვრთნელი ვიქნები.

როგორც სტატისტიკა გვეუბნება, მბაპე ბოლო დროს მოედანზე 90 წუთს ხშირად აღარ ატარებს. 25 წლის თავდამსხმელმა ლიგა 1-ში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან სრულად მხოლოდ ერთ შემთხვევაში ითამაშა.

"ბარსა" და პსჟ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში დაუპირისპირდებიან. პირველი თამაში სტუმრად გვაქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 აპრილი 2024 23:04
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ფრანგული პრესის პრ...ბაა, ბარსასთან გაიყვანოს აბა 65 წუთზე. გაარიდა ლიდერი. აბა სლე ხავი კი არ გაუფრთხილდება ლიდერებს. დისკვალიპიკაციამ მოუწია ლევას თორე კადისთანაც 90 წუთით დაღლიდა. არ დაიჯეროთ ეგ. 90 წუთს იყომარებს ორივე იგრას და აატალახებს ბარსას. ეგეთ ინფოებზე არ უნდა ავარდეს ხავი. პსჟ ეს საუკეთესო ვერსია იქნება ბარსასთან

    ჰო მარა მაგათ კიდევ ერთი თამაში აქვთ კლერმონთან ჩვენგან განსხვავებით.
    გულშემატკივარი [?]
    #7 1 აპრილი 2024 21:09
    1
    მბაპე პსჟს უმთავრესი ფიგურაა და არამგონია არ ათამაშოს ჩვენთან
    [?]
    #6 1 აპრილი 2024 20:57
    1
    ფრანგული პრესის პრ...ბაა, ბარსასთან გაიყვანოს აბა 65 წუთზე. გაარიდა ლიდერი. აბა სლე ხავი კი არ გაუფრთხილდება ლიდერებს. დისკვალიპიკაციამ მოუწია ლევას თორე კადისთანაც 90 წუთით დაღლიდა. არ დაიჯეროთ ეგ. 90 წუთს იყომარებს ორივე იგრას და აატალახებს ბარსას. ეგეთ ინფოებზე არ უნდა ავარდეს ხავი. პსჟ ეს საუკეთესო ვერსია იქნება ბარსასთან
    წევრი [?]
    #5 1 აპრილი 2024 20:16
    0
    ციტატა: Jorkaeff
    მბაპე კიარა კაცმა ნეი ლეო და სუა დააწყნარა და მის ჭკუაზე ათამაშა და მბაპე რა ყოფილა?) ენრიკე ძაან პრინციპული მწვრთნელია და ფეხბურთელის დიადობა არ ახდეს მასზე გავლენას, რაც ხავის სამწუხაროდ არ აქვს. კაცმა ლევანა სკამზე ვერ დასვა იმ დროს როცა ლევანა საზიზღარ ფორმაში იყო.

    მეტიც ცალი ფეხითაც რომ იყოს მაინც არ დასვამს და დაალპო ოს ბავვსი მაგას დააავიწყდა რომ ფეხბურთის სათამაშოდაა ჩამოსული
    ფანი [?]
    #4 1 აპრილი 2024 20:06
    0
    იმედია ლუჩო ჩვენთანაც შეცვლის...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 აპრილი 2024 16:49
    0
    მერე დემბელე რაღას გაჰყვა.

    ციტატა: Rick Sanchez
    ძალიან კარგი, ჩვენთანაც გაიყვანოს მესამოცრ წუთზე, არაა პრობლემა.

    თუ ნაჩხუბრები იქნებიან იქნებ საერთოდ არ ათამაშოს.
    ფანი [?]
    #2 1 აპრილი 2024 16:19
    6
    მბაპე კიარა კაცმა ნეი ლეო და სუა დააწყნარა და მის ჭკუაზე ათამაშა და მბაპე რა ყოფილა?) ენრიკე ძაან პრინციპული მწვრთნელია და ფეხბურთელის დიადობა არ ახდეს მასზე გავლენას, რაც ხავის სამწუხაროდ არ აქვს. კაცმა ლევანა სკამზე ვერ დასვა იმ დროს როცა ლევანა საზიზღარ ფორმაში იყო.
    Culé [?]
    #1 1 აპრილი 2024 15:42
    1
    ძალიან კარგი, ჩვენთანაც გაიყვანოს მესამოცრ წუთზე, არაა პრობლემა.