აღდგენითი სავარჯიშო სესია ლას პალმასთან გამარჯვების შემდეგ

აღდგენითი სავარჯიშო სესია ლას პალმასთან გამარჯვების შემდეგ

"ლას პალმასის" დამარცხების შემდეგ (1-0) ჩავი ერნანდესის გუნდი ვარჯიშს დაუბრუნდა. ვინაიდან კატალონიური კლუბი ესპანეთის თასს უკვე გამოეთიშა, მიმდინარე კვირა კლუბს სრულად თავისუფალი აქვს. ეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-სთან დაპირისპირებამდე გუნდს ძალების აღდგენისა და კარგად მომზადების საშუალებას აძლევს.

პარიზელებთან დაპირისპირებისთვის მზადება აღდგენითი სავარჯიშო სესიით დაიწყო. ვარჯიშზე პირველი გუნდის ფეხბურთელებს შეუერთდნენ მბაკე, კოჩენი და პერკანი "ბარსა ატლეტიკიდან" და ნილ კალდერო 19-წლამდელთა გუნდიდან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.