ჩავი ერნანდესი ლას პალმასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა "ლას პალმასის" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
შედეგი ჩვენს თამაშს არ ასახავს. ჩვენ ვდომინირებდით და შანსებს ვქმნიდით, თუმცა მინიმალური სხვაობით მოვიგეთ. მიმდინარე სეზონში თამაშის ბედის ადრე გადაწყვეტა გვიჭირს.
"ელ კლასიკომდე" "კადისი" უნდა დავამარცხოთ, ანდალუსიელებთან კარგი ბრძოლა გველის. დაველოდოთ და ვნახოთ, რას იზამს ხვალ "რეალ მადრიდი".
მორიგი მშრალად შენახული მატჩი? სეზონის დასაწყისიდან ვამბობ, რომ გოლებს ჩვენი შეცდომების გამო ვუშვებთ და ეს უნდა ავირიდოთ. ახლა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში შევდივართ და ვფიქრობ, ამ კომპონენტში მოვუმატეთ.
რაფინიას გოლის გაუქმება მსაჯების სერიოზული შეცდომაა.
რაფინიას შეტევაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის მაღალი ინტენსივობით თამაშობს და გუნდს ძალიან ეხმარება.
ახლა დასვენებისა და პსჟ-სთან თამაშზე ფიქრის დროა. ჩემ მომავალთან დაკავშირებით არაფერი იცვლება. კლუბისთვის მწვრთნელის სეზონის ბოლომდე დარჩენა უკეთესია, ვიდრე მისი შუა სეზონში გათავისუფლება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]