ჟერარ პიკე ბარსელონას პრეზიდენტობაზე საუბრობს

ინგლისურ Sky Sports-თან საუბრისას ჟერარ პიკემ "ბარსელონას" პრეზიდენტობა განიხილა.
ამ კლუბის წევრი ბავშვობიდან ვიყავი, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც ყოველ კვირას "კამპ ნოუზე" დავდიოდი. თუ შემიძლია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტობით კლუბს განვითარებაში დავეხმარო, ამას გავაკეთებდი, მაგრამ ეს უფრო სამომავლო პერსპექტივაა, ვიდრე ახლანდელი რეალობა.
ცხოვრების ამ ეტაპზე Kings League-ზე ვარ ორიენტირებული და მის გაფართოებაზე ვზრუნავ.
არასდროს იცი თუ რა მოხდება მომავალში, თუმცა "ბარსელონას" პრეზიდენტობა გამორიცხული სულაც არაა. ზოგადად, არ მომწონს, როცა საკუთარ თავს კარებს თავადვე ვუხურავ. "ბარსელონას" ამ დონეზე ჩაბარება დიდი პასუხისმგებლობაა და მგონია, რომ ასეთ რეალობაში კლუბზე დიდი გავლენა მექნებოდა.
- ამბობს ჟერარ პიკე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]