ლევანდოვსკი: მბაპესი არ მეშინია
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ პოლონურ გამოცემა Meczyki.pl-სთან თვის დასაწყისში მიცემულ ინტერვიუში კილიან მბაპეს "რეალ მადრიდში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა. ლა ლიგაში ფრანგის შესაძლო გადასვლაზე ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ
უპირველეს ყოვლისა, ეს ჯერ არ დადასტურებულა. არა ვარ დარწმუნებული, რომ მიზანშეწონილია საუბარი იმაზე, რაც არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, თუ ის გადმოვა, მის წინააღმდეგ თამაში დიდებული იქნება. ამას დადებითად მივიღებ. მისი არ მეშინია.
აღსანიშნავია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, პოლონელი თავდამსხმელს მბაპესთან დაპირისპირება მაინც მოუწევს: "ბარსელონა" პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შეხვდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]