ტერ შტეგენი ჟურნალისტს გაუბრაზდა: ამბიციები არ გვაკლია

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი "ბილბაოსთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.
ჟურნალისტმა გერმანელს ჰკითხა, აკლია თუ არა გუნდს ამბიციები, მან კი უპასუხა:
არ მინდა, რამე ცუდი გითხრათ. ასეთი რაღაცების მოსმენა არ მიყვარს. თუ რამე არ გვაკლია, ეს ამბიციაა. გასახდელი ოთახი სწორედ ამიტომაა განსაკუთრებული.
მოედანზე მოსაგებად გავედით, მაგრამ მეტოქე ძლიერი იყო. ფრე მათ უფრო აწყობდათ.
2 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ. ვიმედოვნებთ, მათი დაზიანებები სერიოზული არ იქნება. პედრის ტრავმიანობა უკვე საკმაოდ ხშირია. მას და ფრენკის მხარს დავუჭერთ.
ვიცოდით, მოწინააღმდეგის პრესინგისთვის თავი როგორ დაგვეღწია. ვდომინირებდით, მაგრამ შეტევა არ გამოგვივიდა. საქმე გეგმების მიხედვით არ წავიდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]