ვიტორ როკე ამიერიდან მეტ სათამაშო დროს მიიღებს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩავი ვიტორ როკეთი ძალიან კმაყოფილია და მას ენდობა.
ერნანდესი ბრაზილიელთან სიფრთხილეს ინარჩუნებს, რადგან მას ორთვიანი მძიმე ტრავმა ჰქონდა. ფიზმომზადების მწვრთნელებმა ფეხბურთელისთვის გეგმა შეიმუშავეს, რათა მან ფიზიკური ფორმა სრულად აღიდგინოს. ახალგაზრდა თავდამსხმელზე დიდი ავანსები გაიცა და ჩავის მისი დაცვა სურს.
წყაროს ცნობით, ამიერიდან, როკე მეტ შანსს მიიღებს. ვიტორმა პირველივე დღიდან სამაგალითო დამოკიდებულება, მონდომება და პროგრესის უნარი გამოავლინა. ჩავი ფიქრობს, რომ ბრაზილიელს სივრცეების ათვისება შესანიშნავად შეუძლია და მას კლუბის აწმყოდ/მომავლად მიიჩნევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]