რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პოლონელს შესანიშნავი თვე ჰქონდა და 4-დან 3 მატჩში გაიტანა.

პირველი გოლი მან "ალავესს" (3-1) გაუტანა, შემდეგ "გრანადას" (3-3) კარი აიღო, "სელტას" (2-1) კი დუბლი შეუსრულა. აღსანიშნავია, რომ რობერტმა თებერვალში ჩატარებული ყველა მატჩი სასტარტოდან დაიწყო და თითოეულ მათგანში მოედანზე ბოლომდე დარჩა.

ლევანდოვსკიმ ამ პრიზისთვის ბრძოლაში ფედერიკო ვალვერდე (რეალ მადრიდი), მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო), იური ბერჩიჩე (ბილბაო) და ანტე ბუდიმირი (ოსასუნა) დაამარცხა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 მარტი 2024 23:33
    0
    მერე სად იყვნენ რეალის "ვარსკვლავური" შემადგენლობის წევრები.
    ფანი [?]
    #1 2 მარტი 2024 00:44
    4
    წელს პიაჩიჩი ისევ შენ უნდა აიღო ლევან ასე გააგრძელე და ისევ შენ იქნები ბომბარდირი