ბარსელონას პრიორიტეტები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე

ბარსელონას პრიორიტეტები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე

Tribuna-ს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე 100 დღეზე მეტი რჩება, მაგრამ "ბარსელონამ" პრიორიტეტები უკვე დაისახა.

მწვრთნელის მოყვანა

პირველი მისია ახალი მწვრთნელი დანიშვნა იქნება. ამის გარეშე ტრანსფერების განხორციელება მიზანშეწონილი არაა. "ბარსას" ჰანსი ფლიკი, რობერტო დე ძერბი და სერჟიო კონსეისაუ დაუკავშირეს, მაგრამ არავინ იცის, ბოლოს ვინ მოვა. "ბარსელონა" ისეთ სპეციალისტს ეძებს, რომელსაც კატალონიელთა დნმ აქვს.

საყრდენის შეძენა 

ჩავი იძულებული გახდა, საყრდენ ნახევარმცველად მცველი ათამაშოს. ჯერჯერობით, ანდრეას კრისტენსენი ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ საკითხავია, დიდ მატჩებში მისი საყრდენობა რამდენად გაამართლებს.

ეჭვგარეშეა, რომ "ბლაუგრანამ" დაცვითი ნახევარმცველი უნდა შეიძინოს. "ბარსელონას" რადარზე ამადუ ონანა და იოზუა კიმიხი არიან. ასევე, შესაძლოა, ერთ-ერთი ვარიანტი ნიკო გონსალესი იყოს - "ლა მასიელი" "პორტუში" შესანიშნავად ასპარეზობს, "ბარსას" კი მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.

ფლანგის მცველების ყიდვა

სერჟი რობერტოსა და მარკოს ალონსოს სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურებათ, რაც ნიშნავს, რომ თუ "ბარსელონამ" მათ არ გაუხანგრძლივებს, შემცვლელებზე უნდა იზრუნოს.

სწორედ ამიტომ, "ბარსას" ალფონსო დევისის შეძენა სურდა, მაგრამ კანადელი, დიდი ალბათობით, "რეალ მადრიდში" გადავა.

კატალონიური გრანდი, პირველ რიგში, ჟოაუ კანსელუს შენარჩუნებაზე იმუშავებს.

მარცხენა გარემარბის მოყვანა

ნეიმარის წასვლის შემდეგ გუნდს ამ პოზიციაზე უჭირს. ჟოაუ ფელიში ხანდახან ბრწყინვალეა, მაგრამ, ფერან ტორესის მსგავსად, არასტაბილურია. ალბათ, ახალი მწვრთნელი შანსს ანსუ ფატისაც მისცემს.

როგორც იწერება, თუ "ბარსა" ზაფხულში დიდ თანხას დახარჯავს, პირველ რიგში, სწორედ ამ პოზიციის გაძლიერებაზე იფიქრებს. კლუბს ხვიჩა კვარაცხელია, რაფაელ ლეაუ და კილიან მბაპეც კი დაუკავშირეს.

მეკარის მოყვანა

"ბარსელონას", შესაძლოა, მეკარეც დასჭირდეს. კლუბის ინიაკი პენიათი აღფრთოვანებული არაა, თუმცა, თუ ის წასვლას არ გადაწყვეტს, "ბარსა" ტერ შტეგენის დუბლიორს არ მოიყვანს.

იმ შემთხვევაში, თუ პენია წავა, კატალონიურ კლუბს დავიდ დე ხეას ვარიანტი ექნება.

ფეხბურთელების გაშვება

ტრანსფერების განსახორციელებლად, "ბარსელონამ" ფეხბურთელები უნდა გაყიდოს და თანხა იშოვოს. გავრცელებული ცნობებით, "ბლაუგრანამ", გაყიდვებითა და ხელფასების შემცირებით, სულ მცირე, €200 მილიონი უნდა გამოიმუშაოს, რათა ახალი მოთამაშეების მოყვანა შეძლოს.

შესაბამისად, ზაფხულში, მოსალოდნელია, რომ ბევრ ფეხბურთელს გასასვლელი კარისკენ მიუთითებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 მარტი 2024 05:56
    0
    მოსაყვანი:
    მწვრთნელი ფლიკი
    საყრდენი კიმიხი
    ფლანგის მცველი ფრიმპონგი/გრიმალდო
    მარცხენა შემტევი კვარა/ლეაო

    გასაშვები:
    რობერტო კუნდე კრისტენსენიდან რომელიღაცა რომეუ ალონსო პენია რაფინია და განათხოვრებულები
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 1 მარტი 2024 20:24
    3
    ვიმეორებ მეასედ ჯერ დეკუმ გააჯვას გუნდიდან !
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 1 მარტი 2024 18:47
    3
    "ბარსელონა" ისეთ სპეციალისტს ეძებს, რომელსაც კატალონიელთა დნმ აქვს.
    მერე გაუსინჯონ ყველას ლაბორატორიაში და ვისიც მოერგება ის მოიყვანონ. sob
    წევრი [?]
    #3 1 მარტი 2024 12:22
    0
    მერამდენედ უნდა ჩაატაროს რეორგანიზაცია ამ გუნდმა ბოლო 10 წლის განმავლობაში...
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო
    წევრი [?]
    #2 1 მარტი 2024 10:57
    3
    დეხეა თავისუფალ აგენტად და საყრდენად ონანა იმიტომ მინდა,რომ დროა გადავიდეთ ფიზიკურად ძლიერ საყრდენზე,თორე მეორე ბუსკეცსს ვერ ვიპოვით ვერანაირად🙏🏻ონანასნაირი ტიპი პედრის,გიუნდოგანის და დეიონგისნაირ კრეატიულ ფეხბურთელებს ბევრად მეტ თავიასუფლებას მისცემს შეტევაში და ეგ ძაან გამოგვადგება.ფლანგზე კვარა იქნება იდეალური,მითუმეტეს თუ ფლიკი მოვა მწვრთნელად,რაც ხვიჩას სჭირდება სწორედ მაგაში დახვეწს ფლიკი,ფიზიკურობაში და მენტალობაში🙂კანსელუ აუცილებლად გამოსასყიდია და რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი უნდა წავიდეს,თორემ კვარას 90-100 მლნზე ნაკლებად არ გამოგვატანს დელაურენტისი,ონანაც სადღაც 40-50 ლიმონი,კანსელუ 20-25 და ლამასიას უნდა მივენდოთ ისევ,კრისტენსენი და კუნდე გაუშვან ორივე,დააწინაურონ ფაი და კუბარსი+არაუხო-ინიგო-ბალდე-კანსელუ-ფორტი,ჩადი რიადიც დაიბრუნონ და არამგონია ამაზე მეტი პერსპექტიული დაცვის ხაზი ვინმეს ჰყავდეს მსოფლიოში😀❤️‍🔥
    Culé [?]
    #1 1 მარტი 2024 08:35
    1
    კრისტენსენი ნორმალურზე უარესი საყრდენია აშკარად.