ბრაიტონის გაფრთხილება: არ ვაპირებთ, რომ დიდი კლუბები გამოვკვებოთ

თუ "ბრაიტონის" აღმასრულებელი დირექტორის, პოლ ბარბერის ცოტა ხნის წინ გაკეთებულ კომენტარს დავეყრდნიბით, "ბარსელონას" სამომავლოდ რობერტო დე ძერბის სათავისოდ გადაბირება ძალიან უნდა გაუჭირდეს.
საქმე ისაა, რომ ინგლისური კლუბის გეგმებში იტალიელი სპეციალისტის გაშვება არ შედის, რადგან "ბრაიტონს" კონკრეტული მიზნები აქვს დასახული, ამ მიზნების სისრულეში მოსაყვანად კი დე ძერბის ისინი იდეალურ ვარიანტად განიხილავენ.
ჩვენ გვსურს, რომ რობერტო დე ძერბი კლუბში მაქსიმალური დროის ხანგრძლივობით დარჩეს. გვესმის, რომ მწვრთნელის შესანიშნავი მუშაობა სხვა დიდი კლუბების ყურადღებას იქცევს ხოლმე, თუნცად ისეთების, რომლებიც უმაღლეს დონეზე თამაშობენ, მაგრამ ჩვენ რობერტოსთან თანამშრომლობის გაგრძელება გვსურს, რადგან კარგი სეზონი გვაქვს და საუკეთესო კონტიგენტის შენარჩუნებას ვაპირებთ როგორც მოთამაშეების, ისე მწვრთნელის თვალსაზრისით. ჩვენი მიზანი ნამდვილად არაა ის, რომ დიდი კლუბები გამოვკვებოთ.
- თქვა პოლ ბარბერმა, რომელმაც, შესაძლოა, რომ ჟოან ლაპორტასთვის რობერტო დე ძერბიზე გასასვლელი კარი ოფიციალურად დახურა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]