დავიდ დე ხეა ბარსაში?
Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბარსელონა" დავიდ დე ხეას ინიაკი პენიას შესაძლო შემცვლელად განიხილავს.
წყაროს ცნობით, "ბარსას" ტექნიკური მენეჯმენტი სწავლობს სეზონის ბოლოს ინიაკი პენიას შენარჩუნების მიზანშეწონილობის საკითხს. ტერ შტეგენის არყოფნის დროს ინიაკის თამაში არადამაჯერებელი იყო. 25 წლის ესპანელმა 32 გოლი გაუშვა და მხოლოდ 3-ჯერ შეინახა კარი მშრალად. ამდენად, როგორც კი გერმანელი მეკარე გამოჯანმრთელდა, პენიას უყოყმანოდ მიუთითეს სათადარიგოთა სკამისკენ.
თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ დავიდ დე ხეა გასული სეზონიდან თავისუფალი აგენტია: 2023 წლის ზაფხულში "მანჩესტერ იუნატედის" დატოვების შემდეგ იგი უთამაშებელია და ამის გამო მისი ფიზიკური კონდიციები სათუოა.
"ბარსელონას" რადარზე კიდევ ერთი მეკარეა - ლუიშ მაშიმიანუ. იგი "ალმერიაში" თამაშობს. პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში 45 გოლი გაუშვა (თამაშში, საშუალოდ, 2 გოლი) და კარი მშრალად მხოლოდ 4-ჯერ შეინახა. "ალმერია" ლა ლიგაში ბოლო ადგილზეა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]