რობერტ ლევანდოვსკი: მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ

რობერტ ლევანდოვსკი: მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ

რობერტ ლევანდოვსკიმ "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, 1-2 გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ეს ფეხბურთია.

გატანილი გოლის შემდეგ უკან დავიწიეთ და "ნაპოლიმ" შეგვიტია. მათ ერთადერთი საგოლე შანსით გაგვიტანეს.

ეს ცუდი შედეგია, მაგრამ განმეორებითი მატჩი ბარსელონაშია. ვიმედოვნებ, მოვიგებთ. მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მუშაობა გვმართებს. 

პედრი ძალიან კარგი ფეხბურთელია და მისგან ყოველთვის მაღალი დონის თამაშს ველოდებით. დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში ის უკეთესად ითამაშებს. 

ესპანური ვისწავლე. უკვე წელიწადნახევარია, აქ ვარ. ახალგაზრდებთან უნდა მესაუბრა და ეს საჭირო იყო. ასევე ინგლისურად, გერმანულად და პოლონურად ვსაუბრობ. ლაპარაკისას შეცდომებს ვუშვებ, მაგრამ მაინც უნდა ვისაუბრო, რადგან გასახდელ ოთახში კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 23 თებერვალი 2024 00:40
    0
    რა ქნას ამ კაცმა მეტი? ყველა თამაშში ლამის გოლს იტანს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 22 თებერვალი 2024 20:03
    0
    რობერტ ლევანდოვსკი: მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ
    როდისღა? მოძლიერებული და ფორმაში შესული კვარა და ოსიმენი რო ჩამოვლენ მანჟუიკზე?
    ადგილზე მდგომმა ოსიმენმა ყველაზე გამოცდილი მცველი დაბლა დააგდო ერთი მოძრაობით და ფორმა აკრეფილი რო იქნება როგორღა გააჩერებთ.
    [?]
    #1 22 თებერვალი 2024 09:20
    1
    ბოლო წუთზე რა ბურთი ვერ დაამუშავე შე ქინძო