ბარსა თავის მწვრთნელზე გაბრაზებულია - კლუბმა იურისტებს მიმართა

Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბარსელონა" გაბრაზებულია "ბარსა ატლეტიკის" მწვრთნელ რაფა მარკესზე აზარტული თამაშების გარეკლამების გამო.
ცოტა ხნის წინ რაფა მარკესმა Intagram-ზე ატვირთა ფოტო, რომელზეც მას აცვია სათამაშო კომპანია Apuesta Gana-ს მაისური, სადაც იგი ფანებს დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს, რათა ხელმოწერილი მაისური მოიგონ.
"ბარსელონა" თვლის, რომ მექსიკელმა კლუბის რეგულაციები დაარღვია და მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობს. აქედან გამომდინარე, "ბლაუგრანა" კლუბის იურისტებს დაეკონტაქტა, რათა პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გამოსავალი იპოვონ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]