საიდან იღებს ჩავისა და დეკუს კონფლიქტი სათავეს?

გავრცელებული ცნობებით, ჩავი ერნანდესსა და დეკუს ცუდი ურთიერთობა აქვთ და მედიასთან საპირისპირო სიტყვების მიუხედავად, დახურულ კარს მიღმა ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება არ გააჩნიათ
ხავი მიგელის ინფორმაციით, ეს ყველაფერი სათავეს 2008 წლიდან იღებს, როცა ისინი თანაგუნდელები იყვნენ. პეპ გვარდიოლამ "ბარსელონას" ჩაბარებისთანავე დეკუს, რონალდინიოსა და სამუელ ეტო'ოს გაშვება ითხოვა, თუმცა კაპიტნებმა პეპს კამერუნელის შენარჩუნება ურჩიეს, რადგან ის დიდებული პროფესიონალი იყო. მაგრამ, როცა გვარდიოლამ მათ დეკუსა და რონალდინიოზე ჰკითხა, კაპიტნებმა არაფერი თქვეს, რაზეც პორტუგალიელი განაწყენდა.
გასულ წელს, როცა დეკუ "ბარსას" სპორტულ დირექტორად დაინიშნა, ჩავი ვარაუდობდა, რომ სიტუაცია დაიძაბებოდა. თანაც, ჟორდი კრუიფმა და მატეუ ალემანიმ, რომლებსაც ერნანდესთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ, კლუბი დატოვეს.
თავდაპირველად, მათ მუშაობა კარგად დაიწყეს, მაგრამ შემდეგ ჩავიმ დეკუს იოზუა კიმიხის ან მარტინ სუბიმენდის შეძენა სთხოვა. პორტუგალიელმა თქვა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ჩავის არ ესმის, კლუბს ნახევარმცველისთვის €60 მილიონი როგორ არ ჰქონდა, როცა ვიტორ როკეში ამდენივე გადაიხადა.
ჩავი "ბარსას" სეზონის ბოლოს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, მყარი არც დეკუს პოზიციაა და, შესაძლოა, ის მალე გაუშვან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]