გიუნდოგანი - ასისტების მეფე

გიუნდოგანი - ასისტების მეფე

"გრანადასთან" მატჩში რობერტ ლევანდოვსკიზე გაკეთებული ასისტი ილაქი გიუნდოგანისთვის რიგით მეათე იყო მიმდინარე სეზონში. ცოტა ხნის წინ, "ალავესთან" მატჩში მან თავისი პირადი რეკორდიც გააუმჯობესა (8 ასისტი, 2018/19 წლების სეზონი).

ლა ლიგაში გიუნდოგანს 6 შედეგიანი გადაცემა უგროვდება, რითაც ტურნირის ლიდერებს, ტონი კროოსსა ("რეალ მადრიდი") და სავიოს ("ჟირონა"), თითო ასისტით ჩამორჩება. თუმცა ჯამში გაკეთებული 10 საგოლე გადაცემით ორივე მათგანს ჯობნის. ევროპის ტოპ-5 ლიგაში გერმანელი ნახევარმცველი მე-7 ადგილზეა. იგი სულ ორი ბურთით ჩამორჩება ლეროი სანესა ("ბაიერნი") და ბუკაიო საკას ("არსენალი"). 

გიუნდოგანის საუკეთესო დამხმარე რობერტ ლევანდოვსკია - მისი ასისტების უმეტესობა (3 საგოლე გადაცემა) სწორედ პოლონელზე მოდის. აღსანიშნავია, რომ გერმანელმა რობერტს სამივე  პასი 2024 წელს გაუკეთა, კერძოდ, "ოსასუნასთან", "ალავესსა" და "გრანადასთან".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 თებერვალი 2024 22:40
    0
    იქნებ ფლიკის ხელში უფრო აწიონ თამასა ამ დუეტმა.
    ფანი [?]
    #3 14 თებერვალი 2024 11:00
    1
    და ეს მხოლოდ ცოტაა რაც შეუძლია უბრალოდ სწორი მწვრთნელის ხელში იფრენს
    --------------------
    Nb

    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 თებერვალი 2024 02:56
    3
    ჩავის ხელში გუნდოგანი თავისი შესაძლებლობის ნახეცარსაც ვერ ავლენს, ვერ იყენებს, არადა კლასნია.
    Culé [?]
    #1 13 თებერვალი 2024 23:47
    4
    გიუნდოგანი ძაან კარგ სეზონს ატარებს, თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ იგი ძირითადად სეზონის დასკვნით ნაწილშია ხოლმე ფორმაში.