არც ბარსა და არც სხვები | ლევერკუზენი ალონსოს დატოვებაზე მუშაობს

არც ბარსა და არც სხვები | ლევერკუზენი ალონსოს დატოვებაზე მუშაობს

რაც დრო გადის, ჩაბი ალონსოს მსურველთა რაოდენობა სულ უფრო და უფრო იზრდება, რაც გასაკვირი სულაც არაა, რადგან ახალგაზრდა ესპანელი სპეციალისტი "ლევერკუზენთან" ერთად ბრწყინვალედ გამოიყურება.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის ესპანელი მწვრთნელი სასურველ კანდიდატთა სიაში "ბარსელონამაც" შეიყვანა, თუმცა როგორც "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა, სიმონ როლფესმა თქვა, კლუბი ჩაბი ალონსოს დატოვებაზე უკვე აქტიურად მუშაობს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩაბი ჩვენთან დარჩება, რასაც რამდენიმე მიზეზი გააჩნია.
პირველი დადებული ხელშეკრულება და მისი დეტალები გახლავთ. გარდა ამისა, ჩაბი და მისი ოჯახი ჩვენთან თავს კომფორტულად გრძნობენ. მან კარგად იცის თუ რა აქვს ამ კლუბში და რისი გაკეთება შეეძლება მომავალ სეზონში.

- ამბობს გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი.

გარდა როლფესის განცხადებისა, კომენტარი თავად ჩაბი ალონსომაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ გავრცელებული სპეკულაციები ნორმალურია, თუმცა მისთვის ახლა პრიორიტეტული "ლევერკუზენში" დარჩენა და წარმატებისთვის ბრძოლაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 თებერვალი 2024 22:48
    0
    ალონსოს იმდენი ვარიანტები აქვს რეალით დაწყებული, რო ბარსაზე არც იფიქრებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 13 თებერვალი 2024 23:44
    1
    მომავალ წელს ლიგაზე გაიწევს ალონსოსთან ერთად ეგ გუნდი.
    Culé [?]
    #1 13 თებერვალი 2024 22:35
    1
    ლევერკუზენ იდი <<ცენზურის დარღვევა>> გაუშვი ეგ ალონსო ლივერპულში რო ფლიკისთვკს კონკურენტი არ გამოგვიჩნდეს