მარკოს ალონსო ნაპოლისთან, სავარაუდოდ, ვერ დაბრუნდება

მარკოს ალონსო ნაპოლისთან, სავარაუდოდ, ვერ დაბრუნდება

"ნაპოლისთან" მოახლოებული დაპირისპირება "ბარსასთვის" უკანასკნელ შანსად მოჩანს, რომ მძიმე სეზონი გადაარჩინოს და მესის წასვლის შემდეგ პირველად გავიდეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მიუხედავად ამისა, კლუბში ფეხბურთელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია.

გავი და ალეხანდრო ბალდე კლუბს სეზონის ბოლომდე დააკლდებიან. გარდა ამისა, ჟოაუ ფელიში და ფერან ტორესი ნაკლებად მოსალოდნელია, "ნაპოლისთან" ვიხილოთ. Marca წერს, რომ იტალიის ჩემპიონთან დაპირისპირებაში კლუბს მარკოს ალონსოც დააკლდება. გამოცემა იტყობინება, რომ "ბარსელონას" არასაჭირო რისკების გაწევა არ სურს.

ალონსოს ზურგის ტრავმა აქვს და ამის გამო მან გასულ დეკემბერში ოპერაციაც გაიკეთა. მისი დაბრუნება თვის ბოლოსთვისაა მოსალოდნელი, "ხეტაფეს" ან "ატლეტიკის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 თებერვალი 2024 22:41
    0
    ეს დიდი დანაკლისია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 თებერვალი 2024 23:46
    0
    წაგვიგია და ეგაა, დააყენოს კანსელუ მარცხნივ და მარჯვნივ კუნდე ისევ რავიცი.