ანდერ ასტრალაგა საბადელის ქომაგებს კინაღამ დაუპირისპირდა

ანდერ ასტრალაგა საბადელის ქომაგებს კინაღამ დაუპირისპირდა

"ბარსა ატლეტიკსა" და "საბადელს" შორის 11 იანვარს გამართულ მატჩში, კატალონიელთა მეკარემ, ანდერ ასტრალაგამ გუნდი 2 აშკარა გოლისგან იხსნა.

Sport-ის ინფორმაციით, ამან "საბადელის" ფანები ("ბარსა ატლეტიკი" გასვლაზე თამაშობდა) გააბრაზა და ახალგაზრდა მეკარისთვის შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს. მატჩის შემდეგ ასტრალაგა მეტოქის ქომაგებთან დასაპირისპირებლად გაემართა, მაგრამ ის გუნდის წარმომადგენელმა, კარლეს ბუსკეტსმა შეაჩერა და დაამშვიდა.

წყაროს ცნობით, კლუბი ანდერთან მალე ისაუბრებს და სთხოვს, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს, რადგან ეს "ბარსელონას" ღირებულებებს ეწინააღმდეგება - ფეხბურთელებს ამ ყველაფერს "ლა მასიაში" ასწავლიან.

"ბარსა ატლეტიკმა" "საბადელთან" მატჩი უნაი ერნანდესის გოლით 1-0 მოიგო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 თებერვალი 2024 23:31
    0
    მატჩის შემდეგ ასტრალაგა მეტოქის ქომაგებთან დასაპირისპირებლად გაემართა, მაგრამ ის გუნდის წარმომადგენელმა, კარლეს ბუსკეტსმა შეაჩერა და დაამშვიდა.
    თავმოყვარე ყოფილა, კიდევ კარგი არ გაუშვეს თორემ დაიღუპავდა თავს.
    Culé [?]
    #2 13 თებერვალი 2024 23:22
    1
    ფეხზე ვერ დაიკიდებს რაღაც ჩუჩუ გუნდის ფანებს?
    ფანი [?]
    #1 13 თებერვალი 2024 13:18
    0
    ზაბადელის გულმშემატკივრის პროვოკაციებს თუ ვერ უძლებ რავი ჯობია დააყენო ერთი ადგილი ჯერ ეგ ახმახებინისე დაგმუტლავდნენ ფეხბურთი არ გაგახსენდებოდა