რატომ გამოიყურება მიმდინარე სეზონში ბარსელონას დაცვა ასე ცუდად?

რატომ გამოიყურება მიმდინარე სეზონში ბარსელონას დაცვა ასე ცუდად?

"ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში უკვე 50 გოლი გაუშვა, რაც საშინელი მაჩვენებელია, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა ჯერ მხოლოდ 35 მატჩი ჩაატარა.

შუა სეზონში 50 გოლი არავის გაუშვია. ასეთი თამაშით კი ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა წარმოუდგენელი ჩანს.

Tribuna-ს მოჰყავს 2 მიზეზი, რატომაც "ბარსელონას" დაცვა ასე ცუდად გამოიყურება. 

მცველებმა ფორმა დაკარგეს

გასულ სეზონში "ბარსამ" ბევრი მატჩი 1-0 მოიგო. დაცვა ისეთი სოლიდური იყო, რომ გუნდს გამარჯვებისთვის 1 გოლიც ჰყოფნიდა. ამ სეზონში კი ჩავის შეგირდებმა 7 ისეთი მატჩი ვერ მოიგეს, რომელშიც 2 ან მეტი გოლი გაიტანეს. ასეთი მაგალითი გუშინ, "გრანადასთანაც" ვიხილეთ.

მიმდინარე სეზონში ის ფეხბურთელები, რომლებიც ფორმაში არ იმყოფებიან, ძირითადად, მცველები არიან - მაგალითად: ჟიულ კუნდე, რონალდ არაუხო და ალეხანდრო ბალდე. 

ჩავის არასწორი ტაქტიკა

მთავარმა მწვრთნელმა დაცვის გასაძლიერებლად სწორი ტაქტიკა ვერ იპოვა. აშკარაა, რომ "ბარსელონას" გეგმები ლა ლიგის ბევრმა გუნდმა ამოიცნო. მაღლა აწეული დაცვის გამო "ლურჯ-ბროწეულისფერები" ბევრჯერ დაისაჯნენ. ასევე, აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანამ" საჰაერო დუელებში ძალიან მოუკლო, სწორედ ამიტომაც, ლოგიკურია, რომ ჩავის შეგირდები სტანდარტული მდგომარეობიდან ბევრ გოლს უშვებენ.

ჩავის შეეძლო, დაცვის სისუსტეების აღმოსაფხვრელად ფორმაცია შეეცვალა. მაგალითად: 3 მცველით თამაშმა, შესაძლოა, პრობლემები მოაგვაროს, მაგრამ მწვრთნელი ამ სქემას არ იყენებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 14 თებერვალი 2024 23:33
    0
    ჩავის არასწორი ტაქტიკა
    ესეც პასუხი.
    Culé [?]
    #2 13 თებერვალი 2024 23:21
    0
    პენიას ბრალეულობაც არის ამ შედეგებში.
    წევრი [?]
    #1 13 თებერვალი 2024 09:11
    1
    კი ერთმანეთზე კატასტროფულად გამოიყურებიან არაუხო და კუნდე, მაგრამ მე მაინც ნამდვილი ჩამშლელი ნახევარმცველის არ ყოფნას ვაბრალებ. ბუსის ნახევარი დონის ჩამშლელიც რომ იდგეს, ასეთი სავალალო მდგომარეობა დაცვაში არ ექნებოდათ
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო