რა უნდა მოხდეს, რომ ბარსელონამ ლა ლიგა მოიგოს?

რა უნდა მოხდეს, რომ ბარსელონამ ლა ლიგა მოიგოს?

"ბარსელონამ" "გრანადასთან" ვერმოგებული მატჩით ლა ლიგაში საქმე კიდევ უფრო გაირთულა. ახლა ჩავის გუნდი ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება. 

მიუხედავად ამისა, "ბარსას", თეორიულად, ჩემპიონობა ჯერ კიდევ შეუძლია, თუ დარჩენილი მატჩებიდან ყველას მოიგებს. მაგრამ, კატალონიური გრანდს მხოლოდ ეს არ ყოფნის - დარჩენილი 14 მატჩის მოგების გარდა, "ბლაუგრანას" სჭირდება, რომ "რეალ მადრიდმა" 3 მატჩი წააგოს და 1 ფრედ დაასრულოს. 

თუ ასე მოხდება, "ბარსელონას" ასევე იმედი უნდა ჰქონდეს, რომ "ჟირონა", რომელიც ამჟამად "ბარსაზე" 5 ქულით წინაა, მინიმუმ 2 მატჩს მაინც წააგებს. 

ისიც გასათვალისწინებელია, რომ "ბარსელონას" "რეალ მადრიდთან", "ჟირონასთან" და "ატლეტიკოსთან" სათამაშო აქვს, თანაც, სამივე მათგანი გასვლაზე.

ამჟამინდელი მდგომარეობა სატურნირო ცხრილში:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 თებერვალი 2024 23:43
    0
    იანვარში ვთქვი რეალი ჩემპიონია მეთქი, იგივეს გავიმეორებ. შარშან როგორც კი 7 ქულით გავასწარით რეალს ითქვა რო ასეთი სხვაობა ლა ლიგაში არავის ამოუქაჩიაო. და წელს რა შეიცვალა გუნდების დასახელაბაზე არაა ლაპარაკი, აქ სტატისტიკა ამბობს თავის სათქმელს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 თებერვალი 2024 02:31
    1
    მეცინება ჯერ კიდევ ბარსას ჩემპიონობაზე, რომ მიდის საუბარი. გუნდი, რომელიც მე-19 ადგილოსან გრანადას ვერ უგებს სახლში. მე იმაზე ვწუხვარ ვაითუ ოთხეულში ვერ მოვხვდეთ. გასვლაზე უნდა ვეთამაშოთ რეალს, ატლეს, ჟირონას და ბილბაოს. აქედან 1 ქულა სანატრელი გაგვიხდება. ან ვის ჯერა, რომ ამ ოთხის გარდა ყველას მოვიგებთ. სეზონის ბოლოს რეალთან ჩამორჩენა სულ მცირე 15-16 ქულა იქნება. ჩემპიონობა არა შაშვი.
    Culé [?]
    #6 13 თებერვალი 2024 23:20
    2
    არანაირი შანსი არ არის, ეგ ყველაფერი ახდეს.
    ფანი [?]
    #5 13 თებერვალი 2024 22:30
    3
    თუ ყველა ამოწყდება, ბარსა აუცილებლად ლა ლიგას მოიგებს..... დაახლოებით ასე ჟღერს ეს ინფორმაცია
    გულშემატკივარი [?]
    #4 13 თებერვალი 2024 18:36
    1
    ეთი ფრეეც რო ითამაშოს ბარსაამ მორჩენილიააა ლალიგააზე საუბაარიიი. დაა თეორიულაად 3 მატჩი წააგოს და ერთი ფრე ითამაშოოს რეალმაა. . რაავიი ზღაპრაააშიც არ იტყოდნეენ.. და ამავდროულაათ ბარსააამ ყველა უნდა მოიგოოოს 😃😃😃 არააა ძაან ამბიციური ოცნებაააა
    წევრი [?]
    #3 13 თებერვალი 2024 13:48
    2
    ახალგაზრდა სუარესი მესი და ნეიმარი რომ გვყავდეს თავის ბუსეცებით და ალბა ალვეშებით კი ყველა თამაშს მოვიგებდით მაგრამ ამ გუნდით ? ხომ არ ღადაობთ მოგება კი არა რეალს ან ჟინორას ჩვენი წაგეგებით ნაადრევათ გავაჩემპიონებთ
    ფანი [?]
    #2 13 თებერვალი 2024 13:19
    3
    კრუიფი უნდა გაცოცხლდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 13 თებერვალი 2024 04:26
    4
    სასწაული
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued