ჩავიმ ყვითელი ბარათი კიდევ ერთხელ მიიღო

ჩავიმ ყვითელი ბარათი კიდევ ერთხელ მიიღო

"გრანდასთან" მატჩის 65-ე წუთზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა გაფრთხილება მიიღო მთავირი მსაჯისთვის ყვირილისა და მეოთხე მსაჯთან გამუდმებული ჩივილის გამო.

აღსანიშნავია, რომ მწვრთნელის ამპლუაში ჩავი საკმაოდ ხშირად იღებს სხვადასხვა ფერის ბარათს. მაგალითად, სეზონის პირველ მატჩში "ხეტაფესთან" მან, საერთოდ, წითელი ბარათი მიიღო, ფაქტობრივად, იმავე მიზეზების გამო, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მაშინ ჩავი პენალტის არდანიშვნას აპროტესტებდა.

ჩავიმ ლა ლიგაში ყვითელი ბარათი დაიმსახურა "ატლეტიკოს", "ლას პალმასის", "ატლეტიკისა" და "ვილიარეალის" წინააღმდეგ, გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე იგი "პორტუს" წინააღმდეგ მატჩშიც გააფრთხილეს. ჯამში, სეზონში მას უგროვდება 6 ყვითელი ბარათი და ერთიც - წითელი. ესპანელს იმდენივე გაფრთხილება აქვს, რამდენიც გავისა და არაუხოს. ფეხბურთელებიდან მწვრთნელს მხოლოდ ფრენკი დე იონგი უსწრებს (8 ყვითელი ბარათი). 

ჩავიმ, შეიძლება, ამტკიცოს, რომ მსაჯები "ბარსას" ჩაგრავენ, თუმცა, როგორც ჩანს, მას დისციპლინაზეც აქვს სამუშაო. სულ მცირე, ფეხბურთელებისთვის მაგალითის მისაცემად.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 14 თებერვალი 2024 23:18
    0
    აი წავა ბარსადან და იმუშავებს ამ საკითხზეც, დრო ბლომად ექნება.
    Culé [?]
    #6 13 თებერვალი 2024 23:28
    0
    ყველაზე მეტად ამის ხელების ქნევა მიშლის ნერვებს.
    ფანი [?]
    #5 13 თებერვალი 2024 15:24
    0
    ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ხავიმ, უნდა შეენარჩუნებინა კესიე, ბუნებრივად ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელი საჭიროა, რეალსაც მშვენიერი გოლი გაუტანა. არ უნდა გაეშვა ობემაიანგი, არ უნდა დაებლოკა ნეიმარის ტრანსფერი. ძალიან ენდობოდა ლევანდოვსკის რომელიც იმის ნახევარიც აღარ არის, არ დაუწინაურებია ლა მასიადან ფეხბურთელები, კუმანმა ერთდროულად 4-5 ფეხბურთელი ამოიყვანა მეორე გუნდიდან. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ათამაშა ცენტრალური მცველი მთელი სეზონი. ანუ პუიოლი რომ ალვეშის პოზიციაზე ათამაშო რა უნდა გაგიკეთოს. ასევე მოიყვანა რომეუ ჭ დონის გუნდიდან.
    ფანი [?]
    #4 13 თებერვალი 2024 13:32
    0
    ბარსელონა სერია ას ვინგერს აკვირდებაო
    გულს კვარა ან ლეაო უნდა მარა სინამდვილეში დაიჩი კამადაა რომელიც არაა ცუდი ვარიანტი უფასო ტრანსფერისთვის
    წევრი [?]
    #3 13 თებერვალი 2024 12:45
    0
    გუნდის ასეთი მდგომარეობა რომ ჩავის ბრალიცაა მაგაში ორიაზრიარაა მაგრამ აქ არავინ საუბრობს ლაპორტას ჩასვრილ პოლიტიკაზე, ზოგადად ცხოვრებაში ყველაფრის მოტივაცია ფულია, მითუმეტესვამ დროში, ლაპორტა კიდე კაპიკებს უნიშნავს ხელფას ფეხბურთელებს, მესმის ფული არაა მაგრამ რა გააკეთა იმისთვის რომ ფული ეშოვნა? კლუბის შემოსავლები გაყიდა ერთჯერადი შემოსავლებისთვის და ამიტომაც კარგახანს ვეტ ამოვალთ ამ ჭაობიდან, მაგალითად რომ რობერტოს მოოყვან მინიმუმ ხელფასზე თამაშობსო, იმიტომაც დავიდა მთელი კლუბი რობერტოს დონეზე, არაუხოს და ლენგლეს შორის დღეს რამე განსხვავება არის? არანაირი! რატომ? იმიტომ რომ არაუხოს ბაიერნმა მისთვის სასურველი პირობები შესთავაზა და მოტივაცია აღარ აქვს ამ დაჩაჩანაკებულ კლუბში თამაშის, იგივე შეიძლება ითქვას სხვებზეც. ასაევე არასწორი ტრანსფერები და უაზროდ გასროლილი მილიონები. ამ ზაფხულს მოუწევთ მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა. არაუხოც და დეიონგიც შეიძლება შეეწირონ, არაუხო მაინც სხვაგანაა ფიქრებით და ჯობს კარგ ფასად გაყიდონ
    Culé [?]
    #2 13 თებერვალი 2024 10:35
    0
    როგორ დავიღალე ამის უაზრო ხელების პარჭყვით
    Culé [?]
    #1 13 თებერვალი 2024 10:04
    1
    ესპანელი მსაჯები რომ საშინელ გადაწყვეტილებებს იღებენ და მათ კრიტიკას რო ვეღარაფერი უძლებს ეს ფაქტია და მაგაში ვეთანხმები ხავის,მაგრამ ყველა წაგებულ ან ქულა დაკარგულ მატჩზე რომ ასე შვება ეს ამკაცის ბრალია.კი შეიძლება ის ერთი მსაჯისმიერ დაშვებული შეცდომა მთელ თამაშზე ახდენდეს გავლენას და ასეთებიც გვინახავს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხავი წაგებული ტაქტიკური ორთაბრძოლის გაპრავებას ცდილობს მსაჯებით რაც მიუღებელია ამდონის პერსონისგან ანუ ზოგჯერ იმ შეცდომის აღიარება და თქმა რომ უბრალოდ წააგო არტეხავს რა არშეიძლება ეგრე გრანადასთან მატჩში რაც მოხდა თუნდაც რამდენჯერ გავიდა გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდი ერთი-ერთზე მეკარესთან,რამდენჯერ ჩავარდა დაცვა ან რანაირ ადგილებში კარგავდნენ ბურთს ყველას სახიფათო შეტევა მოყვა...არვიცი უბრალოდ ალბათ ცოტახანში რო აღარ აუდგეს მაგასაც მსაჯებს დააბრალებს და ეგრე არშეიძლება.