დეკუს გრიმალდო შეეძლო, უფასოდ მოეყვანა - დღეს იგი ბაიერში ბრწყინავს

დეკუს გრიმალდო შეეძლო, უფასოდ მოეყვანა - დღეს იგი ბაიერში ბრწყინავს

"ბაიერ ლევერკუზენი" გერმანიის ჩემპიონატს ლიდერობს და ისტორიაში პირველი ბუნდესლიგის ტიტულის მოპოვებისკენ მიისწრაფვის. მის წარმატებაში წვლილის ერთ-ერთი მთავარი შემტანი "ბარსელონას" აღზრდილი ალექს გრიმალდოა. ფეხბურთელი, რoმელიც დეკუს შეეძლო, გასულ ზაფხულში უფასოდ მოეყვანა.

30 თამაშში გრიმალდოს 10 გოლი და 11 ასისტი უგროვდება. არადა, იგი მარცხენა მცველია. ჩაბი ალონსო მისი შეტევაში აქტიურად ჩართვით პორტუგალიელს "ლევერკუზენის" მთავარ დამრტყმელ ძალად იყენებს. გარდა ამისა, გრიმალდო ხანდახან იწყებს ნახევარდაცვიდან ან გარემარბის პოზიციიდან (კანსელუს მსგავსად).

გრიმალდო "ლა მასიის" აღზრდილია. სანამ "ბენფიკაში" გადავიდოდა, იგი "ბარსა ბ"-შიც თამაშობდა. გასულ ზაფხულში გრიმალდოს "ბენფიკასთან" კონტრაქტი ამოეწურა, ამიტომ კატალონიელებს მისი უფასოდ შეძენა შეეძლოთ. მიუხედავად ამისა, სპორტული დირექტორი დეკუ უფრო სხვა ფეხბურთელების, მაგალთად, ინიგო მარტინესის მოყვანით იყო დაკავებული. გარდა ამისა, "ბარსამ" ჩათვალა, რომ ამ პოზიციაზე მას უკვე ჰყავდა კანსელუ და მარკოს ალონსო. დღეს Transfermarkt გრიმალდოს 35 მილიონ ევროდ აფასებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 14 თებერვალი 2024 23:22
    0
    გერმანიაში იმიტომ ბრწყინავს რო აწყობილ გუნდში თამაშობს, აქ რო მოეყვანათ ეგეც მარკოს ალონსო იქნებოდა.
    Culé [?]
    #12 13 თებერვალი 2024 23:26
    1
    ალონსოს ხელში ყველა მაგრად ყომარობს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 13 თებერვალი 2024 16:54
    4
    Ylee xar deku
    Culé [?]
    #10 13 თებერვალი 2024 16:15
    0
    ციტატა: MESSI 2017
    პირველი - გრიმალდო ესპანელია -
    გადამოწმეთ სანამ დაწერთ !!!!!!!!!!!!!!!!
    მეორე - შარშან ალემანი იყო და არა დეკუ (დეკუს არ ვიცავ ყ--ა ვიცით) დეკუ მოიყვანდა გრიმალდო პორტუგალიელი რომ ყოფილიყო

    რაარის სიმართლე ????
    გრიმალდო პორტუგალიელია?????????????????
    თუ ალემანი რომ შარშან არ იყო და დეკუმ დაიწუნა???????????


    "პირველი - გრიმალდო ესპანელია -
    გადამოწმეთ სანამ დაწერთ !!!!!!!!!!!!!!!!
    მეორე - შარშან ალემანი იყო და არა დეკუ (დეკუს არ ვიცავ ყ--ა ვიცით) დეკუ მოიყვანდა გრიმალდო პორტუგალიელი რომ ყოფილიყო smile smile smile"

    არც ალემანის ბრალია იმიტომ რომ როგორც მახსოვს უნდოდა ამის მოყვანა მაგრამ არ მიუშვეს (ხავი სხვაგან იყურებოდა) ინიგო და რომეუ უნდოდა, ალემანიმდეც იყო პატარა უმნიშვნელო მცდელობები, თუ არ მეშლება გრიმალდოს გამოსყვიდის ოფცია ჰქონდა ბარსას და არ გამოიყენა თავისდროზე. არც დეკოს ჰქონდა შეხება ამის ტრანსფერთან - დეკოს არვიცავ პირიქით ვიცი რა მშვენიერებაც არის.
    ბარსას ბევრი ესეთი ლამასიელი ყავს მიკარგული რას ვიზავთ
    ფანი [?]
    #9 13 თებერვალი 2024 13:16
    0
    ციტატა: rivaldo80
    რეებს წერთ ბიჭო უხერხულია გადამოწმეთ ყველა ბოდვას რატომ დებთ ტეხავს

    არაა ბოდვა სიმართლეა😀 ჯერ კიდევ ლაისში შეთავაზა გუნდს თავი გრიმალდომ ალემანის წასვლა მაგ პერიოდში უკვე გადაწყვეტილი იყო და შემცველიც ცნობილი იყო ან რა რთული გასახსენებელია რომ გრინალდო ბარსელონაში დაბრუნებას ყოველთვის იხვეწებოდა მარა არცერთმა ხელმძღვანელობამ შეიწუხა თავი ალონსო რომ მოათრიეს ჯერ კიდევ მაშინ შეეძლოთ გრიმალდოს მოყვანა
    Culé [?]
    #8 13 თებერვალი 2024 12:09
    1
    რეებს წერთ ბიჭო უხერხულია გადამოწმეთ ყველა ბოდვას რატომ დებთ ტეხავს
    Culé [?]
    #7 13 თებერვალი 2024 10:33
    9
    თვითონ გრიმალდო ამბობს რომ ჩემი დაბრუნება არასოდეს უცდიათო , რა აზრი აქვს იმის გარკვევას რამდენად ბევრი ღლე გვყავს კლუბში , შედეგებზე ისედაც ეტყობა . უბრალოდ მადრიდში რომ მსგავი რამე ხდებოდეს , დაანგრევდნენ გულშემატკივრები ბერნაბეუს ალბათ , გვინახავს ორკესტრირებული პროტესტი მთელი სტადიონის , თვით პერესის წინააღმდეგაც , რასაც სამწუხაროდ ბარსელონას შემთხვევაში ვერ ვხედავთ .
    Culé [?]
    #6 13 თებერვალი 2024 10:26
    1
    პირველი - გრიმალდო ესპანელია -
    გადამოწმეთ სანამ დაწერთ !!!!!!!!!!!!!!!!
    მეორე - შარშან ალემანი იყო და არა დეკუ (დეკუს არ ვიცავ ყ--ა ვიცით) დეკუ მოიყვანდა გრიმალდო პორტუგალიელი რომ ყოფილიყო smile smile smile
    მესამე - ინიგო მარტინესი მარკოს ალონსო ხავის მოთხოვნა იყო და მაგ სირინოზმა არისურვა გრიმალდო, ალემანს მართლა უნდოდა მოყვანა და თან უფასოდ, რამდენჯერმე იყო მანამდე მცდელობები გრიმალდოს დაბრუნების და ბენფიკასთან ფასსზე ვერ ტანხმდებოდნენ
    წევრი [?]
    #5 13 თებერვალი 2024 10:05
    1
    2 წელია ამას ვიძახიი დააბრუნეთ ეს კაცი თქოოო😏
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 13 თებერვალი 2024 09:47
    6
    დეკუ ნა*უი კლუბიდან
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #3 13 თებერვალი 2024 09:02
    0
    20 წლის ბალდეს განვითარებაზე მუშაობა ჯობია ისევ
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო
    [?]
    #2 13 თებერვალი 2024 08:57
    5
    200 ჯერ დავწერე ზაფხულში უნდა დავიბრუნოთ თქო მარა მგონი მართლა ძალიან სლეა ლაპორტაც და დეკოც
    Culé [?]
    #1 13 თებერვალი 2024 08:30
    1
    როგორც ყოველთვის საკადრო პოლიტიკაში ვგლიჯავთ ყველაფერს,ბართომეუდან მოყოლებული სულ იმის განცდა მაქვს,რომ კლუბი ვიღაცეებმა მიზანმიმართულად მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე რა დღეშიც ეხლა ვართ,ყველანაირი პრობლემების წინაშეა კლუბი უკვე რამდენი წელია,რომის მერე ლიგიდან გამოვარდნა თან სამარცხვინოდ უკვე ტრადიცია გახდა,მენტალურად კლუბი კლუბს არ გავს,დემბელე კოუტინიო გრიზმანით დაწყებული რამდენ ფეხბურრთელში გადაიყარა უაზრო ფული,მალკომი პიანიჩი სემედო კიდე ვეღარ ვიხსენებ,ბართომეუი საერთოდ რა კონტრაქტებს დებდა ფეხბურთელებთან ეგ ცალკე თემაა,ენრიკეს მერე ნორმალური ვალვერდე გვყავდა,არადა ბარსელონაა ვართ ბოლო ბოლო სირცხვილია არცერთ მაღალი დონის ავტორიტეტულ და გამოცდილ მწვრთნელს ჩვენთან არ უნდა მოსვლა,შიგნითაა თითქოს პრობლემები მმართველობაში ძაან ცუდი სუნი ტრიალებს,მილანზე უარესი დაემართება გუნდს თუ ასე გაგრძელდა,კიდე ეს გამუდმებული საჩივრები ძველი საქმეები და ჯარიმები უკვე სახელი შელახული აქ კლუბს,ამდენი სასამართლოები გამუდმებული საეჭვო ძველი კონტრაქტები ხელშეკრულებები თუნდაც ნეიმარის საქმე,ბართომეუმ ფაქტიურად რეალის წისქვილზე დაასხა წყალი ყველანაირად და ამის მერე მოდი და დაიჯერე რო ეგ ბარსას კაცი იყო,ლაპორტაც კაი აფირისტი გამოდგა,ესპანეთში საქართველოდან როგორ გინდა გაიგო ვისი ვისაშია,მაგრამ ფაქტია ის რომ ბარსელონა უკვე წლებია ვიღაცის ან ვიღაცეების ხელით მიზანმიმართულად მიყავთ განადგურებისკენ