რატომ არ ითამაშა არაუხომ გრანადასთან?

რატომ არ ითამაშა არაუხომ გრანადასთან?

"ბარსელონას" ურუგვაელმა მცველმა რონალდ არაუხომ "გრანადასთან" მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი კუნთის გადაღლაა.

ბოლო ორ თვეში არაუხომ ძალიან დიდი სათამაშო დრო მიიღო. მეტიც, მან თვითონვე აღნიშნა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მცირე ტრავმით თამაშობდა. ამის გათვალისწინებით, სამწვრთნელო შტაბმა არჩია, ურუგვაელს დაესვენა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული დაპირისპირების წინ. აქვე, საინტერესოა, რომ ჩავიმ აღნიშნა, რომ მან არაუხო, უბარლოდ, დაასვენა და მას დაზიანება არ ჰქონია.

მიუხედავად იმისა, რომ იგი ორშაბათის სავარჯიშო სესიაზე არ ყოფილა, დიდი ალბათობით, ურუგვაელი მცველი "სელტასთან" თამაშს სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

რონალდ არაუხომ მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ურუგვაელს რთული სეზონი აქვს. მან ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 თებერვალი 2024 23:24
    0
    ვინ არ დაუშვა ამ სეზონში შეცდომა, როცა გუნდი ვერაა სათანადო დონეზე ფეხბურთელებიც დუნდებიან და აქედან შეცდომებიც მატულობს.
    Culé [?]
    #1 13 თებერვალი 2024 23:23
    0
    ცუდი სეზონი აქვს კანსელუს გარდა ყველა მცველს.