ნაპოლისთან წაგების შემთხვევაში, ჩავიმ, შესაძლოა, გუნდი დაუყოვნებლივ დატოვოს
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, თუ "ბარსელონა" 21 თებერვალს, "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასამართ პირველ მატჩს წააგებს, შესაძლოა, ჩავი ერნანდესმა დაკავებული თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს.
ამავე წყაროს ცნობით, პირველი მატჩის წაგების შემდეგ დარჩენის შემთხვევაშიც, ჩავის გადაწყვეტილი აქვს, რომ ის გუნდიდან წავა, თუ "ბარსა" მეოთხედფინალში ვერ გავა. თუმცა, "სელტასთან" შეხვედრის (17 თებერვალი) შედეგს მნიშვნელობა არ ექნება.
ჩავის წასვლის შემთხვევაში, "ბარსელონას" დროებით მწვრთნელად, დიდი ალბათობით, რაფა მარკესი დაინიშნება, რომელიც ამჟამად "ბარსა ატლეტიკს" წვრთნის.
ჟოან ლაპორტა ჩავის კვლავ ენდობა, მაგრამ დაღლის ნიშნები უკვე ჩანს. პრეზიდენტს მისი მრჩეველები და სანდო პირები ეუბნებიან, რომ მწვრთნელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს. რაც შეეხება დეკუს - ისე ჩანს, რომ მან ჩავის ზურგი აქცია.
"ბარსელონა" "ნაპოლის" 21 თებერვალს დაუპირისპირდება, განმეორებითი მატჩი კი 12 მარტს გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]