ლაპორტა ალემანის შეხვდა

ლაპორტა ალემანის შეხვდა

ჩავი ერნანდესის წასვლის შემდეგ ჟოან ლაპორტასა და დეკუს "ბარსელონას" ახალი მიმართულებებისა და მათ წინაშე წამოსული კრიტიკის ახალი ტალღის მართვა მოუწევთ. 

როგორც Sport იტყობინება, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს ლაპორტა პალმა დე მალიორკაზე შენიშნეს, სადაც ერთ-ერთ რესტორანში კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორ მატეუ ალემანის შეხვდა. ლაპორტას მიზანი ალემანის კლუბში დაბრუნებაში დარწმუნება იყო, თუმცა პრეზიდენტმა უარი მიიღო. უცნობია, თუ კონკრეტულად რა როლი შესთავაზა ლაპორტამ ყოფილ სპორტულ დირექტორს.

ალემანიმ კლუბი გასულ ზაფხულში დატოვა მას შემდეგ, რაც დეკუმ სატრანსფერო ნაწილში სრული ძალაუფლება მოითხოვა. მას ხშირად უკავშირებენ "ატლეტიკო მადრიდში" გადასვლას ან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას. 

ბუნებრივი ვარაუდია, რომ ლაპორტა მიიჩნევს, რომ კლუბი მისი ექსპერტული ცოდნის ნაკლებობას განიცდის. ალემანი ის ადამიანია, ვინც ლა ლიგის ჩემპიონი გუნდის შექმნას ზედამხედველობდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #14 13 თებერვალი 2024 02:47
    1
    აი მოვედით!
    როგორც იქნა მიხვდა, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა.
    საიდან მოიყვანა ეს ხეპრე დეკუ? თანაც ამხელა უფლებები მისცა.
    დეკუ მენდეშთან არის შეკრული და თავიანთ თავზე მუშაობენ.
    ბევრჯერ დავწერე, რომ კონფლიქტი გარდუვალია და სულ მალე ასეც იქნება.
    დეკუს სახეზე აწერია, რომ გველია....
    გაუმარჯოს პეპს, ერთი ხელის მოსმით მოისროლა გუნდიდან.....

    ალემანიც ძალიან სწორად მოიქცა რომ უარით გამოაბუნძულა ჩვენი პრეზიდენტი.
    Culé [?]
    #13 13 თებერვალი 2024 01:54
    2
    ოღონდ დეკო წავიდეს და თუ უნდათ ანდრე გომეში ბრაიტვეიტი და სეტიენი დააბრუნონ
    წევრი [?]
    #12 12 თებერვალი 2024 21:44
    4
    ვერ გავიგე ეს დეკუ რა დამსახურებისთვის მოიყვანეს,თან ასეთი უფლებებით.
    Culé [?]
    #11 12 თებერვალი 2024 20:44
    0
    რაღაცა ჭორი მგონია ორჯერ დიდი ხელფას აძლევენ კაცს ადგა და წავიდა თავის ნებით.
    Culé [?]
    #10 12 თებერვალი 2024 19:48
    5
    Barca for life, ალემანის რომ უკეთესი პირობების წყურვილი ჰქონოდა , არც მოვიდოდა ბარსელონაში არასოდეს , დანგრეულ გუნდში რომ ადამიანი მთელი ენთუზიაზმით ერთვება და იმ დონის სატრანსფერო კამპანიას ატარებს უფასოდ , მას ასტონ ვილა კი არა , შეიძლება ლივერპული-სიტის ვარიანტმაც არ დააინტერესოს . ყველაფერი იმის მერე აირია რაც დეკუს მოყვანა გადაწყვიტა ლაპორტამ , ერთ დღეში მასეთ საკითხს არავინ წყვიტავს და მიუვიდა ხმები ალემანს ეტყობა და განიხილა ასტონ ვილას ვარიანტი . კრუიფი რატომ წავიდა , შუა სეზონში მიატოვა გუნდი და ბარსელონაში წამოვიდა სამუშაოდ , ოცნების გუნდში მოვიდა და ნახევარ სეზონში მიხვდა , რომ აქ მუშაობა არ უნდოდა ? რამე გააფუჭეს ? პირიქით ბევრად გამართული მუშაობდა მენეჯმენტი , ვიდრე დღეს ! ფაქტია ლაპორტამ დეკუ თავისი ბნელი საქმეების გამო მოათრია და თვითონვე აურია ყველაფერი . ხოდა შემდეგ არჩევნებზე არ უშველის ახალი კამპ-ნოუ , მესიც მაგიტომ არ დააბრუნა , ავტორიტეტებს ერიდება გუნდში , იცის რაც დაემართება და მაგიტომ .
    ფანი [?]
    #9 12 თებერვალი 2024 19:21
    1
    ციტატა: Barca
    ჩავი სეზონის დასრულებამდე დატივებს მგონია ბარსას

    თუ ნაპოლისთან გამოვარდით შეიძლება ეგრე მოხდეს თუ ფლიკი მოდის ან კლოპის მოყავნის შანსილები 0მდე დავა
    წევრი [?]
    #8 12 თებერვალი 2024 19:03
    1
    ჩავი სეზონის დასრულებამდე დატივებს მგონია ბარსას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 თებერვალი 2024 18:50
    1
    დეკუსთვის გადაგიბარებია ყველაფერი და მაგას რაღა ექნა ტყუილად მჯდარიყო.
    ფანი [?]
    #6 12 თებერვალი 2024 18:49
    1
    ისე ახლა დავუკვრიდი და ჩაბის გრანადასთამ მოგება არ აქვს😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 თებერვალი 2024 18:45
    1
    დეკუ რა დამსახურებისთვის მოიყვანეს? კარგი ფეხბურთელი რომ იყო იმისთვის?!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 თებერვალი 2024 18:28
    6
    დეკუს მომთრევს დავეცი მთაწმინდიდან
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 თებერვალი 2024 18:11
    3
    ციტატა: Barca1980
    შე გასიებულოო , ეხლა რომ ეხვეწები აქ არ იყოო , დეკუს გამო გაუშვი ადამიანი და რა ნამუსით ან იმედით სთხოვდი უკან დაბრუნებას ?! rage

    რეალური საფრთხე იგრძნო და იმიტომ ითხოვს ალემანის დაბრუნებას ძალიან კარგად იცის რომ დეკუს შემდეგ ზუსტად მაგას მიადგებიან ჯერ იმიტომ რომ დეკუ ეხლა ჭიკჭიკებს და რომ გაუშვებს მერე ნახეთ ყველამ რეებს ილაპარაკებს smile ამას კიდევ პრაგმატულად უნდა ყველაფერი დეკუს შეაწმინდოს ჩვენთვის მაინც მთავარი ის არის ალემანი დათანხმდება თუ არა და თუ დათანხმდა რა პირობებზე
    Culé [?]
    #2 12 თებერვალი 2024 18:05
    5
    შე გასიებულოო , ეხლა რომ ეხვეწები აქ არ იყოო , დეკუს გამო გაუშვი ადამიანი და რა ნამუსით ან იმედით სთხოვდი უკან დაბრუნებას ?! rage
    Culé [?]
    #1 12 თებერვალი 2024 17:56
    1
    კაი დროს მოვიდა ლაპორტა ჭკუაზე.