ფრანკ კესიე აფრიკის ჩემპიონია | კოტ-დ'ივუარის საოცარი ისტორია

ფრანკ კესიე აფრიკის ჩემპიონია | კოტ-დ'ივუარის საოცარი ისტორია

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელის, ფრანკ კესიეს კოტ-დ'ივუარი აფრიკის ჩემპიონია.

კოტ-დ'ივუარი ფინალში ნიგერიას დაუპირისპირდა და 2-1 დაამარცხა. ანგარიში უილიამ ტროსტ-ეკონგის გოლით ნომინალურმა მასპინძელმა გახსნა, მაგრამ 62-ე წუთზე ფრანკ კესიემ წონასწორობა აღადგინა, 81-ე წუთზე კი სებასტიან ალემაც გაიტანა და თავის ქვეყანას კონტინენტის ჩემპიონობა მოუტანა.

კოტ-დ'ივუარის ისტორია ნამდვილად გასაოცარია. 18 დღის წინ, "სპილოებმა", აფრიკის ერთა თასის ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ წაგებული მატჩების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ფრანგი ჟან-ლუი გასე გაათავისუფლეს. გუნდი ჯგუფიდან მაინც გავიდა და ახალ თავკაცად ემერს ფაე დანიშნა, რომელსაც არანაირი სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდა - 4 მატჩის შემდეგ, მან კოტ-დ'ივუარს ტიტული მოაგებინა. 

რაც შეეხება კესიეს - მან "ბარსელონაში" 2022/23 წლების სეზონი გაატარა, 43 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. კოტ-დ'ივუარელი "ბარსასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა და ესპანეთის სუპერ თასიც მოიგო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 12 თებერვალი 2024 19:37
    2
    არ იყო ეს კაცი გასაშვები ამაზე უარესებიც გვყავს გუნდში.
    Culé [?]
    #6 12 თებერვალი 2024 17:33
    1
    ტიპი შეიხებთან წავიდა ფულის გამო 27 ასაკში რავიცი როგორ არ უნდა გიყვარდეს ფეხბურთი
    Culé [?]
    #5 12 თებერვალი 2024 12:00
    1
    ოსიმენი დარჩა პირღიად ანუ:დ:დ მიატოვა ნაპოლი და გაიქცა ჩემპიონობა მინდა ნაკრებითაცო და აგე ნაპოლი დატოვა ხვიჩას კისერზე
    ფანი [?]
    #4 12 თებერვალი 2024 11:43
    8
    დავიჯერო ფრენკის და კესის დუეტი და აქეთ გუნდო უფრო პროდუქტიული არ იქნებოდა? რა რომეუ და ჩინური ბუსკეცები აუტყდათ ამ ჩემისებს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 თებერვალი 2024 11:16
    4
    კესიე ნადირია, ყველა მატჩში გააქვს ნაკრების მაისურით.
    წევრი [?]
    #2 12 თებერვალი 2024 08:59
    10
    კესის გაყიდვას დღემდე ვერ ვპატიობ ამათ...
    Culé [?]
    #1 12 თებერვალი 2024 05:50
    8
    დეკუ და ლაპორტა მოკვდით საერთოდ, შამბალა რომეუ მოათრიეთ და კესი გაუშვით ეს რანაირი სვლაა ვისგაუგია
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,