ტერ შტეგენი და რაფინია მოედანს დაუბრუნდნენ

ტერ შტეგენი და რაფინია მოედანს დაუბრუნდნენ

ზურგის ტრავმის გამო 3 თვის გამოტოვების შემდეგ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოედანს დაუბრუნდა და "ბარსელონას" კარს კვლავ ის იცავს. გერმანელმა მეკარემ "გრანადასთან" მატჩში (3-3) მინდორზე 90 წუთი დაჰყო და 2024 წელს პირველი შეხვედრა ჩაატარა.

17 მატჩის გამოტოვების მიუხედავად, ტერ შტეგენს არ ეტყობოდა, რომ ახლადდაბრუნებული იყო. საინტერესოა, რომ ტრავმამდე გერმანელმა 17 მატჩი ჩაატარა - 13 ლა ლიგაში, 4 კი ჩემპიონთა ლიგაზე. ამ შეხვედრებში მან მხოლოდ 15 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

ტერ შტეგენის მსგავსად, მოედანს რაფინიაც დღევანდელ მატჩში დაუბრუნდა. ბრაზილიელმა ჟოაუ კანსელუ შეცვალა და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. ბელოლიმ ტრავმა 11 იანვარს, "ოსასუნასთან" შეხვედრაში მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 თებერვალი 2024 20:00
    0
    შტეგენს რა ეტყობოდა ძველი ფორმიდან? პასები მეტოქეზე? თუ ის "სეივი" სახე რო კინაღამ აახია ბურთმა, ხელიც ვერ გაანძრია. თუ ის მეტოქემ რო კინაღამ აართვა კარის წინ. ფორმის დაბრუნებამდე კაი ხანი დასჭირდება ამას, თუმცა დაცვა დაეხმარება მაგრა გრუზავენ.
    Culé [?]
    #1 12 თებერვალი 2024 11:11
    0
    რაფინია მარცხენა მცველად შემოვიდა და კატასფროფა იყო. უაზრო ჩაწოდებების მეტი არაფერი უკეთებია.