ლამინ იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს

ლამინ იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს

"ბარსელონას" 16 წლის შემტევმა, ლამინ იამალმა დღეს "გრანადას" 2 გოლი გაუტანა და კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა. 

OptaJose-ს ინფორმაციით, ლამინ იამალი ლა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, ვინც 16 წლის ასაკში 3 გოლი გაიტანა.

17 წლის იუბილემდე ყველაზე მეტი გოლის ავტორები არიან:

  • ლამინ იამალი - 3
  • ანსუ ფატი - 2
  • იკერ მუნიაინი - 2
  • ფაბრის ოლინგა - 1
  • ჩისკო ნადალი - 1

გარდა ამისა, როგორც Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსას" ტალანტი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა (16 წლისა და 213 დღის) ფეხბურთელია, ვინც დუბლი შეასრულა - მან ანსუ ფატის მიერ 2020 წლის თებერვალში დამყარებული რეკორდი დაამხო.

ამასთან, Sholy Nation Sports-ის ცნობით, იამალი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვინც სეზონში 10+ გოლი/ასისტი მოაგროვა. წინ კიდევ 4 თვეა.

საინტერესოა, რომ ლამინს პრიმერა დივიზიონში სამივე გოლი "გრანადას" კარში აქვს გატანილი. ყველა ტურნირზე ერთად კი მის ანგარიშზე 33 მატჩი, 5 გოლი და 5 ასისტია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 თებერვალი 2024 20:05
    0
    ჩავიც ამყარებს რეკორდებს უკვე კაი ხანია. ბოდიშით ანტი უნდა დამეწერა წინ.
    Culé [?]
    #1 12 თებერვალი 2024 11:09
    0
    16 წლის არის და უკვე ყველა ეძებს მოედანზე.