ტერ შტეგენი: რაც ხდება, დაუშვებელია

ტერ შტეგენი: რაც ხდება, დაუშვებელია

მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა "გრანადასთან" მატჩის (3-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

დაცვაში უფრო კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ. რაც ხდება, დაუშვებელია.

ის გოლები, რომლებიც მოკლე მონაკვეთში გავუშვით, ჩვენი განწყობისთვის ცუდია. ასე მარტივად 3 გოლს არ უნდა ვუშვებდეთ.

ვიცით, რომ უკეთესად თამაში შეგვიძლია და აუცილებლად დავბრუნდებით.

ყველა გუნდი დიდი მონდომებით თამაშობს, როგორც დღეს "გრანადა". საქმე გართულებულია. წინ კიდევ ბევრი მატჩია, მაგრამ მარტივი არცერთი შეხვედრა არ იქნება. "რეალ მადრიდთან" და "ჟირონასთან" სათამაშო გვაქვს.

პირველ 15 წუთში თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი, მაგრამ შემდეგ სიმშვიდე დავიბრუნე. თავდაპირველად, ადაპტაცია გჭირდება.

გერმანელმა ლაზარეთიდან დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 თებერვალი 2024 20:09
    0
    მარტო ამის იმედზე ვერ ვიქნებით, რამდენი სეივი უნდა აკეთოს ყველა თამაშში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 თებერვალი 2024 11:07
    1
    თავიდან ბევრი შეცდომა ჰქონდა ამას, განსაკუთრებით პასებში, თუმცა შემდეგ მოვიდა აზრზე და ერთი-ოჯერ გადაგვარჩინა კიდეც.