ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესმა "გრანადასთან" მატჩის (3-3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ლა ლიგის მოგება რთული იქნება, განსაკუთრებით დღევანდელი მატჩის შემდეგ. სხვაობა დიდია, თუმცა მისი აღმოფხვრა წარმოუდგენელი არაა. 

დღეს გოლები გავუშვით და მეტოქეს ბევრი მომენტი შევაქმნევინეთ. შეგვეძლო, ანგარიში 2-0 გაგვეხადა, თუმცა დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით.
ეს ფრე წაგების ტოლფასია. მეორე გოლი რომ გაგვეტანა, მატჩი შეიცვლებოდა. ჩვენ ბევრი შანსი შევქმენით, თუმცა მეტოქესაც ბევრი შევაქმნევინეთ. ეს ჩვენს სეზონს კარგად აჯამებს. 


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 თებერვალი 2024 20:13
    0
    ლა ლიგის მოგება გართულდა, მაგრამ ვეცდებით არ არის შეუძლებელი-ო? გვეღადავება ეს კაცი? მადრიდში როა ჩასასვლელი ახსოვს?
    Culé [?]
    #2 12 თებერვალი 2024 11:06
    0
    ნეიტრალური გულშემატკივრისთვის კარგი მატჩი იყო.
    ფანი [?]
    #1 12 თებერვალი 2024 02:39
    6
    ინდივიდუალური კლასის ამბავში საყურებლად არ იყო ცუდი თამაში. ჯერ პირველ ტაიმში პედრიმ რა პასებიც დახატა ეს იყო საოცრება, მერე კანსელუ-იამალის გოლი, მერე მეორე ტაიმში გიუნდოგანის პასი ლევანაზე, მერე იამალის გოლი, ფრენკის ამოტანები, შტეგოს კარგი სეივი, კრისტენსენის პირველი ტაიმი..

    უკვე მაგრად ვღადაობ გრანადასთან თამაშისას ხალხი სიტუაციას იმით რომ აპრავებს რომ ცუდი ფეხბურთელები გვყავს..
    სასაცილოც აღარაა მართლა. გასავარდნ ზონაში მყოფ გრანადაზეა საუბარი და ამ დროს გუნდში გყავს ასეთი კლასის ფეხბურთელები.
    დღესაც კლასის ხარჯზე დაიდო ეს შედეგი თორე რაიმე გააზრებული ტაქტიკა არც იგრძნობოდა. ნუ ლამინზე ბურთის შეტენვა თუ ტაქტიკაა, არ ვიცი.

    მოკლედ ამ ბიჭმა ტრავმა არ მიიღოს და მარტო მაგის გამო ღირს თამაშების ყურება.
    ნუ პედრი, კანსელუ, დე იონგი, გიუნდოც იქვე არიან. ხოლო როკე ძალიან დიდი ინტრიგაა..იმედია გააგრძელებს გატანას და ისე მაგისი პოზიციონირებითაც ვხალისობ ხოლმე, მომწონს ეგეთი მოძრავი ცენტრები, სიტუაციასაც კარგად გრძნობს, მომენტებიც მაგიტომ ექმნება და დაგვირგვინებაც ვნახეთ რომ შეუძლია. მოკლედ ამ სეზონის მერე თუ ლევანა დატოვეს თან ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად და ამ დროს თურმე დე იონგის ანაზღაურებაზე აქვთ პრობლემა და რავიცი..

    ამდენი ხანია ვიძახი და ფაქტია: ამ გუნდის პრობლემა რეალურად არის ლაპორტა, დეკუ, ჩავი, მედ პერსონალი, ფიზ პერსონალი, ჩავის სასტავი და ბოლოს რამდენიმე იდიოტი ფეხბურთელი.