ბარსელონა 3-3 გრანადა | ლამინ იამალის დუბლი ბარსას მოსაგებად არ ეყო

ბარსელონა 3-3 გრანადა | ლამინ იამალის დუბლი ბარსას მოსაგებად არ ეყო

"ბარსელონამ" ლა ლიგის 24-ე ტურში "გრანადას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 3-3 დასრულდა. 

ანგარიში მ-14 წუთზე ლამინ იამალმა გახსნა, რომელმაც ჟოაუ კანსელუს კარგი პასის შემდეგ ერთი შეხებით აუგუსტო ბატალიას მარტივად გაუტანა. "ბარსას" პირველი ტაიმი გამარჯვებისკენ მიჰყავდა, მაგრამ 43-ე წუთზე რიკარდ სანჩესმა ძლიერი დარტყმით წონასწორობა აღადგინა.

მეორე ნახევარში, მე-60 წუთზე "ბლაუგრანას" მცველების არადამაჯერებელი ქმედებებით ფაკუნდო პელისტრიმ ისარგებლა და მირტო უზუნის პასის შემდეგ ცარიელ კარში შეაგდო. ამის შემდეგ, ილქაი გიუნდოგანის შესანიშნავი გადაცემით რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა და "ბარსამ" ანგარიში 3 წუთში გაათანაბრა.

წესით, ამ გოლს ჩავის გუნდისთვის მოტივაცია უნდა მიეცა, მაგრამ "გრანადამ" ისევ გაიტანა - მცველებმა კვლავ ცუდად იმოქმედეს, რითაც იგნასი მიკელმა იხეირა - მის დარტყმას ტერ შტეგენმა ხელი მოარტყა, მაგრამ ბურთი ძელიდან მაინც კარში შევარდა. საბოლოოდ, "ბარსელონამ" შეხვედრა გადაარჩინა და მაინც არ წააგო: 81-ე წუთზე ლამინ იამალმა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოსე კალეხონს ბურთი აართვა და შორეული დარტყმით მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

ამჟამად, "ბარსელონა" 51 ქულით მესამე ადგილზეა. 56 ქულით მეორე პოზიციას "ჟირონა" იკავებს, პირველზე კი 61 ქულით "რეალ მადრიდია".

"ბარსას" მომავალი მატჩი "სელტასთან" (17 თებერვალი) ელის, შემდეგ კი გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლის" წინააღმდეგ (21 თებერვალი) უნდა ითამაშოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 თებერვალი 2024 20:22
    0
    ეს ბურთის გორებას რო გადაეჩვიონ და ფეხბურთი ითამაშონ აჯობებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 თებერვალი 2024 11:01
    1
    დაცვის შეცდომები რომ არა, ცუდი თამაში არ იქნებოდა.