ჰანსი ფლიკი ბარსელონას ჩასაბარებლად ემზადება

ჰანსი ფლიკთან დაახლოებული პირები იუწყებიან, რომ გერმანელი სპეციალისტი "ბარსელონაში" ჩაბარების შანსით ძალიან გახარებულია და ნათესავებს ამის შესახებ უყვება.
Sport-ის ინფორმაციით, ფლიკი არა მხოლოდ ესპანურს სწავლობს, არამედ ისეთ ასისტენტებს ეძებს, რომლებიც გერმანულად და ესპანურად საუბრობენ, რათა მას გუნდთან მუშაობა გაუმარტივდეს. წყარო ამ მხრივ ორ ადამიანს ასახელებს: ოსკარ კოროჩანოსა (თავისუფალი აგენტი) და კრისტიან ფიელს ("ნიურნბერგის" მთავარი მწვრთნელი).
გავრცელებული ცნობებით, ჰანსი ფლიკი ჟოან ლაპორტას რჩეული კანდიდატია. პრეზიდენტი გერმანული სამწვრთნელო სკოლის მოყვარული ყოველთვის იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]