ენცო ფერნანდესმა თავისი თავი ბარსას შესთავაზა

ენცო ფერნანდესმა თავისი თავი ბარსას შესთავაზა

გავრცელებული ინფორმაციით, "ჩელსის" ვარსკვლავმა ენცო ფერნანდესმა 2024 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა პოტენციურ სამიზნედ.

არგენტინელი ნახევარმცველი "ჩელსის" 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები არაჩვეულებრივი თამაშის შემდეგ შეუერთდა პრემიერ ლიგისთვის მაშინდელი სარეკორდო სატრანსფერო თანხად. თუმცა თავისი არასტაბილური თამაშის გამო მან გაცემული ავანსები ბოლომდე ვერ გაამართლა. არსებული ინფორმაციით, ენცოს ლონდონის დატოვება სურს (მიუხედავად ამისა, მას მიმდინარე კონტრაქტი "ჩელსისთან" 2032 წლამდე აკავშირებს). 

Diario Sport იუწყება, რომ იგი "ბარსელონაში" თამაშითაა დაინტერესებული. უფრო ზუსტად, 23 წლის ფეხბურთელს სურს კარიერის რომელიმე ეტაპზე მაინც ითამაშოს "ბლაუგრანას" მაისურით, ხოლო გარიგება შეიძლება კლუბს მომავალ ზაფხულშიც შესთავაზოს.

"ბარსელონას" არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, კატალონიელთა ერთადერთი იმედი ფეხბურთელის იჯარის წესით დამატებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 11 თებერვალი 2024 22:43
    0
    100 მილიონი ნამდვილად არ ღირს ეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 11 თებერვალი 2024 19:49
    0
    აუ დაგვხატავდა ეს
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #9 11 თებერვალი 2024 16:58
    1
    ციტატა: Don_Andresito
    არასტაბილურია, ტოპ თამაშებიც ქონდა და ინდ. შეცდომებით წაგებული თამაშებიც. ატლეტიკოს სტილის ნახევარმცველია, მარა არც ბარსაში ვიტყოდი უარს. ფრენკი თუ გაყიდეს არ ვიცი რამდენად გაამართლებს ეს, ისე კი ეს და გავი კაი პიტბული წყვილი იქნება. იჯარა რა, აზრი? რომც იფრინოს ამას რა გამოისყიდის, ბარსა თუ უნდოდა რა 10 წლიანი გაუფორმა ჩელსის. 100 ზე ნაკლებში არ გაყიდიან. შესაბამისად დაბერდება ჩელსიში

    ამაში 50 მეტს არავინ გადაიხდის და არც ღირს მეტი გაპიარებული უაზროდ გაბერილი თანხით.ისეთებს შვება ხანდახან რომეო მონაგონია 😂😂😂😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 11 თებერვალი 2024 15:38
    0
    (მიუხედავად ამისა, მას მიმდინარე კონტრაქტი "ჩელსისთან" 2032 წლამდე აკავშირებს).
    რა ამბავია 10 წლიანი გააფორმა? ამის გამოსყიდვის თავი სად აქვს ბარსელონას.
    [?]
    #7 11 თებერვალი 2024 13:04
    1
    არასტაბილურია, ტოპ თამაშებიც ქონდა და ინდ. შეცდომებით წაგებული თამაშებიც. ატლეტიკოს სტილის ნახევარმცველია, მარა არც ბარსაში ვიტყოდი უარს. ფრენკი თუ გაყიდეს არ ვიცი რამდენად გაამართლებს ეს, ისე კი ეს და გავი კაი პიტბული წყვილი იქნება. იჯარა რა, აზრი? რომც იფრინოს ამას რა გამოისყიდის, ბარსა თუ უნდოდა რა 10 წლიანი გაუფორმა ჩელსის. 100 ზე ნაკლებში არ გაყიდიან. შესაბამისად დაბერდება ჩელსიში
    Culé [?]
    #6 11 თებერვალი 2024 11:35
    2
    ვინ არის ხალხნო ცუდი, ნეტავ დაგვათრევინა. ყველგან კარგიბიყო ტიპი და ჩდლსიშუ არ ვარგა? ჩელსია თვითონ ძალიან ცუდი.
    Culé [?]
    #5 11 თებერვალი 2024 02:07
    4
    ტორესი რაფინია ლენგლე ფატი რობერტო რომეუ აარჩევინეთ და შეუფუთეთ , მაგათ მაინც ყველა მიყავთ და ყველას ყიდულობენ
    Culé [?]
    #4 11 თებერვალი 2024 02:06
    1
    ციტატა: rivaldo80
    კი ჩელსი ცუდ დღეშია მაგრამ ესეც ძალიან სუსტია დაბალი იჯარა შეიძლება მაგრამ რავიცი რავიცი

    ვინაა სუსტი?😅😅🤦🏻‍♂️
    Culé [?]
    #3 11 თებერვალი 2024 01:17
    2
    კი ჩელსი ცუდ დღეშია მაგრამ ესეც ძალიან სუსტია დაბალი იჯარა შეიძლება მაგრამ რავიცი რავიცი
    ფანი [?]
    #2 11 თებერვალი 2024 00:37
    4
    წამოოოო გაცვაკეთ ვინმეში სასწრაფოდ მიეცით ლევანდოვსკი ან ტორესი
    გულშემატკივარი [?]
    #1 11 თებერვალი 2024 00:24
    3
    კაი იქნება
    --------------------
    •Barca forever•