რაფა მარკესი: მე და მესი მეგობრები არ ვიყავით, ერთხელ კინაღამ ვიჩხუბეთ

რაფა მარკესი: მე და მესი მეგობრები არ ვიყავით, ერთხელ კინაღამ ვიჩხუბეთ

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და "ბარსა ატლეტიკის" ამჟამინდელი მწვრთნელი, რაფა მარკესი საინტერესო ისტორიას იხსენებს:

მესის დებიუტი მახსოვს, მაგრამ მასზე მანამდეც გვესმოდა, რომ "ლა მასიაში" ყველასგან გამორჩეული ბიჭი ჰყავდათ - ნამდვილი ფენომენი.

ვიცოდით, რომ ლეო დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ გვინდოდა, სავარჯიშო სესიებზე მას დავხმარებოდით. არგენტინელს ბევრ შენიშვნას ვაძლევდი და მისმენდა. ლიონელს 3-4 მეტოქის მოტყუება შეეძლო, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტები მოსდიოდა. ვცდილობდით, მასთან პირდაპირები ვყოფილიყავით.

ლეოს ვეუბნებოდი: "აქ დრიბლინგი გჭირდება, მაგრამ იქ - არა. უფრო ჭკვიანური პასები უნდა გააკეთო და თანაგუნდელებთან იმუშაო." ერთ დღეს, ამ რეპლიკების გამო, მესისთან შელაპარაკება მომივიდა. გვარდიოლა იძულებული გახდა, საქმეში ჩარეულიყო, რადგან ჩხუბი არ დაგვეწყო.

სიმართლე ისაა, რომ ჩვენ მეგობრები არ ვიყავით, მხოლოდ თანაგუნდელობით შემოვიფარგლებოდით. მიუხედავად ამისა, ლეოს ბრწყინვალე კარიერისთვის დიდ პატივს ვცემ - ის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია. 

რაფა მარკესი და ლეო მესი "ბარსელონაში" თანაგუნდელები 2003-დან 2010 წლამდე იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 125 მატჩი ჩაატარეს.

ლეგენდარული მექსიკელი 2022 წლიდან "ბარსას" სარეზერვო გუნდს წვრთნის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #10 11 თებერვალი 2024 17:39
    0
    რეებს ბჟოტიალობს ბოლო კვირებია ეს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 11 თებერვალი 2024 16:32
    1
    ის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია.
    უდიდესები ოხრად არიან, ლეო საუკეთესოა უდიდესებში.

    ციტატა: ნოდო ბარდაველიძე
    აი რამ დაასლევათ ან ეს ან ის დეკუ ვა

    ნეტა იამალს რას ასწავლიდა თავისთან რო ყავდა, მაგასაც უკრძალავდა დრიბლინგს.
    Culé [?]
    #8 11 თებერვალი 2024 02:12
    4
    წარმოიდგინეთ ეს რო მესის ასწავლის რო ჩემი ბიჭი 1 კაცი მოატყუეე გააკეთე პასიი ან უკან დააბრუნე ბიძიიი... :დდდ

    ვახ რაფა გააჯვი :D <3
    --------------------

    ForçaBarça
    Culé [?]
    #7 11 თებერვალი 2024 01:59
    1
    შენ გამოგიზრდია მესი შენი ჩამომრეკი ))) ა კაცი, თურმე რაში ყოფილა საქმე
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    ფანი [?]
    #6 10 თებერვალი 2024 23:08
    1
    აი რამ დაასლევათ ან ეს ან ის დეკუ ვა
    --------------------
    Nb

    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 თებერვალი 2024 22:16
    4
    მოკლედ ხალხი ადგილის გამო რეებს არ კადრულობს. რატომღაც ახლა გაიხსენა ეს სცენა, როცა ჩავი მიდის.
    ფანი [?]
    #4 10 თებერვალი 2024 22:00
    4
    აი რა სათქმელია ეხა ესსსსსსსსსს

    ვაზელინიიიი გადავუსვათ ??????
    [?]
    #3 10 თებერვალი 2024 20:23
    3
    ლაპორტას ულოკავს. მესისთან კონფლიქტი იმასაც აქვს და ცდილობს აჩვენოს ერთ გუნდში ვართო. რა ქნას, მექსიკის ნაკრებს თუ ჩააბარებენ და უცებ ბარსას ხოდი ეჩითება
    წევრი [?]
    #2 10 თებერვალი 2024 20:09
    3
    ცუდად ჭიკჭიკებს ეს😀
    ფანი [?]
    #1 10 თებერვალი 2024 19:17
    2
    7წელი რო ერთად თამაშობთ და მხოლოდ თანაგუნდელობით შემოიფარგლები აშკარად ვერ უგებდით ერთმანეთს. უნდა ითქვას მარკესი ბარსას ცენტრალურ მცველებში გამორჩეული იყო პუიოლის შემდეგ ალბათ ეგ მომწონდა ყველაზე მეტად