ბარსას ფელიშის შენარჩუნება სურს

"ბარსელონა" მომავალი ზაფხულისთვის უკვე იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის ბოლოს ჩავი კლუბს ტოვებს, კატალონიელებს ჟოაუ ფელიშის შენარჩუნება სურთ.
პორტუგალიელი თავდამსხმელი კლუბს გასულ ზაფხულში შემოუერთდა და ნაყოფიერი დასაწყისიც ჰქონდა, თუმცა მას შემდეგ მისი თამაში არასტაბილური გახდა, რამაც ფელიში სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო.
მიუხედავად ამისა, RAC1-ის ინფორმაციით, ფელიშის აგენტი ჟორჟე მენდეში უკვე მუშაობს ახალ გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც პორტუგალიელი კლუბში მეორე იჯარით დარჩება, გამოსყიდვის უფლებით. გარდა ამისა, მენდეში მუშაობს ჟოაუ კანსელუს საკითხზეც. იგი კლუბში ასევე იჯარით თამაშობს "მანჩესტერ სიტიდან". ამ შემთხვევაში, აგენტმა "ბარსა" გააფრთხილა, რომ გარიგება უფრო რთული იქნება, ვინაიდან "სიტი" ხელმეორე იჯარით დაინტერესებული არაა და იგი მხოლოდ სრულყოფილ ტრანსფერს დასთანხმდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]