ფაბრიციო რომანო ადასტურებს: ჰანსი ფლიკს ბარსელონას გაწვრთნა სურს
ფაბრიციო რომანო ადასტურებს, რომ ჰანსი ფლიკს "ბარსელონას" გაწვრთნა სურს.
ადრე გავრცელებული ცნობებით, გერმანელმა მწვრთნელმა ესპანურის სწავლა უკვე დაიწყო, როცა გაიგო, რომ ჩავი ერნანდესის პოტენციურ შემცვლელებს შორისაა.
ფლიკი ჟოან ლაპორტას ფავორიტი კანდიდატია. ის გერმანული სამწვრთნელო სკოლის ქომაგი ყოველთვის იყო და "ბარსაში" გერმანელი სპეციალისტის მოყვანა ადრეც სურდა.
შესაბამისად, დიდი შანსია, სეზონის ბოლოს კატალონიური კლუბი სწორედ ჰანსი ფლიკმა ჩაიბაროს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]