დეკუმ ჩავის პოტენციურ შემცვლელებზე ისაუბრა

დეკუმ ჩავის პოტენციურ შემცვლელებზე ისაუბრა

ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასაუბრო თემა კლუბისთვის ახალი სპეციალისტის მოძებნაა, რის შესახებაც Marca-მ სტატია გამოაქვეყნა.

ესპანურმა გამოცემამ "ბარსელონას" სპორტული დირექტორის სიტყვები მოიყვანა, რომელიც კლუბთან აფილირებულ მწვრთნელებზე საუბრობს.

ამ მომენტისთვის არცერთ ახალ მწვრთნელთან არ გვისაუბრია, რადგან ჯერ კიდევ ჩავის ანონსს ვეგუებით. საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბი მიიღებს და არა ერთი ადამიანი. ვინც მოვა, მუშაობის პროცესს უნდა შეუდგეს და არ ვაპირებთ ისეთი გუნდი ვიყოთ, რომელსაც არც ბურთის ფლობა და არც კარგად თამაში არ უნდა.
ყველა მწვრთნელი ინდივიდუალურია და კუთვნილი ხასიათი გააჩნია, თუმცა ჩავის ჩამნაცვლებელს ამბიციები უნდა გააჩნდეს, რათა დიდ საქმეებს შეეჭიდოს.
სიმართლე გითხრათ, ტიაგო მოტას დიდად თვალს არ ვადევნებ, რადგან ის ისეთ იტალიურ კლუბს წვრთნის, რომლის თამაშებსაც არ ვუყურებ ხოლმე. რაც შეეხება რაფა მარკესს, მას ვიცნობ, რადგან აქ მუშაობს, იხვეწება და სირთულეებთან გამკლავებას სწავლობს. აქ ყოფნით ის უკეთესი მწვრთნელი გახდება.

- თქვა დეკუმ.

თუ კლუბის სპორტული დირექტორის ამ სიტყვებს დავეყრდნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ბარსელონამ" ჩავის ჩასანაცვლებლად გუნდში ტიაგო მოტას დაუძახოს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.




  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 თებერვალი 2024 18:18
    0
    ამას ვინ ეკითხება ნეტა გამაგებინა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #6 6 თებერვალი 2024 07:50
    0
    არც მარკესი და არც მოტა, ფლიკზე ნორმალური ვარიანტი არ ჩანს ჯერ-ჯერობით.
    ფანი [?]
    #5 6 თებერვალი 2024 00:28
    0
    ნეტა არ ატრაკებდე რა
    --------------------
    Nb

    წევრი [?]
    #4 5 თებერვალი 2024 21:53
    3
    პირველ რიგში ეს დეკუა გასა*მეინებელი გუნდიდან, ვინებსაა რო გვთავაზობს , ჩვენ ისეთი მწვრთნელი გვინდა ვისაც რამე დამტკიცებული აქ
    წევრი [?]
    #3 5 თებერვალი 2024 20:43
    1
    ფლიკს ცოდვები აქვს გამოსასყიდი ჩვენთან
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 თებერვალი 2024 20:36
    3
    რაფა მარკესი და მოტა კი არა გაასხი რა კლუბიდან. ფლიკი თუ მოვიდა კიმიხიც უფრო მარტივი დასათრევი იქნება. ფლიკს რას უწუნებტ ვერ გავიგე.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 თებერვალი 2024 20:22
    5
    ერთი მაინტერესებს, რეალს არა ყავს სპორტული დორექტორი? ყველაფერს რო პერესი წყვეტს და ვინც უნდა ის რო მოყავს. 3 წელია მბაპეს ეჩალიჩება მარტო, რაღაც ვერ ვიხსენებ რო სადმე სპორტულ დირექტორთან შეეთანხმებინა რომელიმე ტრანსფერი. ეს დეკუ არ გახადეს ტრანსფერების პროფესორი, ამ დროს სულ თავის კლიენტებს ერეკება ბარსაში. თუ ესეთი მაგარი იყო მესი მოეყვანა ან ჰოლანდი. მაგათ ფული უნდაო იტყვით, მაგრამ ფულით ხო ყველას შეუძლია საუკეთესოების მოყვანა.