კასილასი:"ესპანეთის ნაკრები–ეს არ არის მხოლოდ "ბარსელონა"

კასილასი:"ესპანეთის ნაკრები–ეს არ არის მხოლოდ "ბარსელონა"

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა იკერ კასილიასმა AS–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება მოსაზრებას თითქოს ესპანეთის ნაკრები, "ბარსას" სტილით თამაშობს:

" ყველა ვინც კი გაიხსენებს თუ როდის დაიწყო ესპანეთის ნაკრებმა ასეთი სტილით თამაში, ნახავს რომ ეს არ იყო არც 2009 წელს და არც 2010 წელს. ჩვენმა გუნდმა ასე თამაში 2007/2008 წლებში დაიწყო, როდესაც ესპანეთში მადრიდის "რეალი" დომინირებდა. თუ გაიხსენებთ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალს გერმანიის წინააღმდეგ, მაშინ "ფურია როხას" შემადგენლობაში მხოლოდ 3 "ბარსას" ფეხბურთელი იყო: ჩავი, პუიოლი და ინიესტა. ძალიან კარგია, როდესაც ეროვნული ნაკრების თამაშში, "ბარსას" თამაშის გარკვეული ელემენტები შეინიშნება, რადგანც ეს გუნდი გასაოცარ წარმატებებს აღწევს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ესპანეთის ნაკრების წარმატება მხოლოდ კატალონიელი ფეხბურთელების დამსახურება არაა," დაასრულა კასილიასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.