ზუსტად 1 წლის წინ: ბარსელონამ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში რეალ მადრიდი დაამარცხა

ზუსტად 1 წლის წინ: ბარსელონამ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში რეალ მადრიდი დაამარცხა

14 იანვარს "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს უცხო შემთხვევა ნამდვილად არაა - ზუსტად 1 წლის წინ, ამ დღეს, ამავე ტურნირის ფინალში "ელ კლასიკო" შედგა, რომელშიც "ბარსამ" 3-1 იმარჯვა და ჩავი ერნანდესის ხელში პირველი ტიტული მოიგო.

გარდამტეხი მომენტი

ტიტულის მოპოვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ამან გუნდზე ჩვეულებრივზე ბევრად დიდი გავლენა მოახდინა. ფინალამდე საქმეები კარგად არ მიდიოდა - "ბარსელონა" ლა ლიგას ლოდერობდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას ჯგუფური ეტაპიდანვე დაემშვიდობა.

ჩავიმ მატჩის შემდეგ თქვა: "ფეხბურთელების გამო ძალიან ბედნიერი ვარ - ისინი უსამართლო კრიტიკას იღებდნენ. დღეს ისინი გათავისუფლდნენ. ეს გამარჯვება ჩვენს თავდაჯერებულობას ძალიან გაზრდის და საშუალებას მოგვცემს, მშვიდად ვიმუშაოთ."

მწვრთნელი მართალი იყო - ამის შემდეგ გუნდი ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

გასული წელს სუპერ თასის ფინალში გავიმ, ლევანდოვსკიმ და პედრიმ გაიბრწყინეს. სამწუხაროდ, გავი ტრავმის გამო წლევანდელ ფინალში ვერ იქნება. რაც შეეხებათ რობერტსა და პედრის - პოლონელმა ცენტრფორვარდმა "ოსასუნასთან" უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, კანარელი ნახევარმცველი კი ლაზარეთიდან ახლახან დაბრუნდა და გუშინ შესანიშნავად ითამაშა.

ისტორიის გამეორება?

გასულ სეზონსა და მიმდინარეს შორის მსგავსებები არის, მაგრამ ასევეა სხვაობებიც - "ბარსაც" ამჯერად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავიდა, მაგრამ ლა ლიგას ვეღარ ლიდერობს. მეორე მხრივ, 2022/23 წლების სეზონის მსგავსად, "ბარსელონა" ფინალს ამჯერადაც ისე ხვდება, რომ "რეალ მადრიდთან" ჩემპიონატის ბოლო მატჩი წაგებული აქვს.

გასულ სეზონში ჩავის გუნდმა მადრიდელებს შანსი არ დაუტოვა და შესანიშნავ სტილში დაამარცხა. კვირას "ელ კლასიკოში" კვლავ მოგების შემთხვევაში "ბარსა" კვლავ უდიდეს მოტივაციას მიიღებს, თანაც, სეზონის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 იანვარი 2024 23:47
    0
    ლა ლიგას წელსაც მოვიგებთ უეჭველი, თუ რეალი და ჟირონა ბევრ ქულებს დაკარგავენ, ხოლო ატლეტიკო და ბილბაო ძაან თუ არ გაბლატავდებიან. მერე ადგება ჩავი და დაიწყებს ტრაბახს, ჩვენ მოქმედი ჩემპიონები ვართ და ბლა-ბლა, ნუ როგორც იცის ხოლმე. როგორ და რის ხარჯზე მოიგო იმას რა თქმა უნდა არ იტყვის. ლაპორტაც გაბადრული სახით გადაეხვევა და შეაქებს. ის კიდევ ამას შეიფერებს, თავს ძააან მაღლა აწევს და კიდევ 3 წლიან კონტრაქტს გამოკრავს ხელს. თუმცა აქ გამოვიღვიძოთ და ეს ასე არ მოხდება, მეორედ ლა ლიგას არ გვაჩუქებენ, თანაც ჟირონა ასეთ შანს ხელიდან არ გაუშვებს. ზაფხულში ჩავი უნდა წავიდეს სუპერ თასი კი არა გინდ სუპერ ქვაბი მოიგოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 იანვარი 2024 19:51
    1
    გავის ბენეფისი იყო ეგ მატჩი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 იანვარი 2024 19:34
    1
    გასულ სეზონსა და მიმდინარეს შორის მსგავსებები არის, მაგრამ ასევეა სხვაობებიც.
    არ დაიჯერებ ადმინ და ესეა ყოველ წელს, ზუსტად ორ ერთნაირ სეზონს ვერ ჩაატარებ.
    ფანი [?]
    #1 12 იანვარი 2024 19:02
    1
    პენია
    არაიხო კუნდე კრისი ბალდე
    რომეუ
    ფრენკი პედრი გუნდო
    ფელიში ლევანა
    ასე ვათამაშებდი ფინალს.
    ეხლა როგორც ვთამაშობთ ფრენკი და გუნდო რო ცვლიან ადგილებს საყრდენ ზონაში ვზარალდებით ორივე კარგავს თავის საუკეთესო მხარე.
    იცის კლასიკოს თამაში ხავიმ და იქნებ ეხლაც მოიფიქროს რამე😀