ტერ შტეგენი, შესაძლოა, მოედანს მოსალოდნელზე 2 კვირით ადრე დაუბრუნდეს

ტერ შტეგენი, შესაძლოა, მოედანს მოსალოდნელზე 2 კვირით ადრე დაუბრუნდეს

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე კარგად მიმდინარეობს და, შესაძლოა, ის მოედანს 2 კვირით ადრე დაუბრუნდეს.

Relevo-ს ინფორმაციით, გერმანელის დაბრუნება იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისისთვის იგეგმება. მან, შესაძლოა, "ალავესის" (4 თებერვალს) ან "გრანადას" (11 თებერვალს) წინააღმდეგ ითამაშოს და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისთან" მატჩისთვის ფორმა აღიდგინოს. მარკი რეაბილიტაციის მიმდინარეობით ძალიან კმაყოფილია.

ტერ შტეგენმა ბოლოს 12 ნოემბერს ითამაშა. სანაკრებო პაუზისას მან ზურგის ტრავმა მიიღო და ოპერაცია გაიკეთა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 იანვარი 2024 22:17
    0
    უჩლზე ძალიან დაგვჭირდება ეს კაცი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 იანვარი 2024 19:03
    0
    კარგია, რაღაც დიდი იმედები არა მაქვს იმ პენიასი.
    Culé [?]
    #1 10 იანვარი 2024 11:35
    0
    ძალიან კარგი! პენსია ბარსას დონის მეკარე არა,გამოსვლაზე ძალიან ცუდად თამაშობს.