ბარსელონელები ლას პალმასში | ვის უნდა დავაკვირდეთ

ბარსელონელები ლას პალმასში | ვის უნდა დავაკვირდეთ

5 იანვარს, ჩვენი დროით 00:30 საათზე ლა ლიგის მე-19 ტურში "ბარსელონა" "ლას პალმასს" გასვლაზე დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ "ალმერიასთან" გამარჯვების შემდეგ აქტივში ზედიზედ მეორე მოგება ჩაიწეროს.

ამ მატჩთან დაკავშირებით "ბარსელონას" ოფიციალურ გვერდზე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ამავე კლუბთან დაკავშირებული რამდენიმე ფეხბურთელია განხილული, ასეთები კი სანდრო რამირესი, მიკა მარმოლი, მუნირ ელ ჰადადი, მარკ კარდონა და ხულიან არაუხო არიან. საქმე ისაა, რომ სიის წევრი ფეხბურთელები "ბარსელონაში" ან წარსულში თამაშობდნენ, ან ამ ეტაპზე კლუბის საკუთრებაში არიან, თუმცა ახლა სწორედ "ლას პალმასის" ღირსებას იცავენ.

სანდრო რამირესი - მიუხედავად იმისა, რომ სანდრო რამირესი წარმოშობით ლას პალმასიდანაა, მან ახალგაზრდული წლების უმეტესი ნაწილი "ლა მასიაში" გაატარა, "ბარსელონას" ძირითადი გუნდის შემადგენლობაში კი 17 მატჩი გამართა, საიდანაც მისგან ყველაზე დასამახსოვრებელი "ვილანოვენსესთან" ჩატარებული შეხვედრა იყო, რომლის წინააღმდეგაც რამირესი 3 ბურთის გატანით გამოირჩა. მისი მომდევნო კლუბი "მალაგა" გახლდათ, რის შემდეგაც სანდრო რამირესმა "ევერტონში" გადაინაცვლა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა ინგლისში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო, ახლა კი მშობლიური ქალაქის კლუბში ასპარეზობს.

მიკა მარმოლი - კატალონიელი მცველი "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის წევრი იყო, მისი დებიუტი კი უმაღლეს დონეზე 2022 წელს "ხეტაფესთან" შედგა, როდესაც ის მინდორზე ალეხანდრო ბალდეს ნაცვლად გამოჩნდა. "ბარსელონას" შემდეგ მარმოლის კარიერაში "ანდორას" დრო დადგა, რის შემდეგაც ის "ლას პალმასში" აღმოჩნდა.

მუნირ ელ ჰადადი - მაროკოული წარმოშობის ესპანელი ფეხბურთელი, მუნირ ელ ჰადადი 2010-იანი წლების "ბარსელონას" ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე იყო, მაგრამ "ვალენსიასა" და "ალავესის" იჯარის შემდეგ მან კლუბში დაბრუნებაზე უარი თქვა, რის სანაცვლოდაც გეზი "სევილიისკენ" აიღო. "ლას პალმასამდე" მუნირმა ერთი სეზონი "ხეტაფეში" გაატარა, ახლა კი სწორედ "ბარსელონას" მომდევნო მეტოქის რიგებში თამაშობს.

მარკ კარდონა - კატალონიელი თავდამსხმელი მარკ კარდონა "ბარსელონა ბ-ში" 2016-2019 წლებში ირიცხებოდა, ძირითად გუნდში კი სულ რამდენჯერმეა გამოძახებული, თუმცა მისი დებიუტი არასდროს შემდგარა, რის გამოც კარდონამ "ბარსელონას" დატოვება გადაწყვიტა და "ლას პალმასამდე" დროის სხვადასხვა მონაკვეთში "ეიბარში", "ოსასუნაში", "მალიორკასა" და ნიდერლანდურ "იგლზში" თამაშობდა.

ხულიან არაუხო - ნიჭიერი მექსიკელ-კალიფორნიელი მარჯვენა მცველი "ბარსელონას" 2023 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ლიგიდან შეუერთდა, თუმცა იჯარის წესით მალევე "ლას პალმასში" აღმოჩნდა, რათა ევროპულ ფეხბურთში გამოცდილება შეიძინოს და უმაღლეს დონეზე სათამაშოდ მზად იყოს.

ამდენად, "ბარსელონას" მომდევნო შეხვედრაში "ლას პალმასის" მხარეს ვიხილავთ ფეხბურთელებს, რომლებსაც კატალონიურ გრანდთან ან გარკვეული სენტიმენტები აკავშირებთ, ან ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის საკუთარი ძალების დამტკიცება და მათი შესაბამის დონეზე დემონსტრაცია ექნებათ განზრახული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 4 იანვარი 2024 16:18
    0
    ყველაზე საზიზღარი რამირესია, გოლსაც სიხარულით აღნიშნავს ხოლმე ჩვენთან გატანილს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 იანვარი 2024 12:44
    0
    არაუხოს ნორმალური სეზონი აქვს და კანსელუს ზამენად ივარგებს მომდევნო სეზონში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 იანვარი 2024 21:34
    0
    არაუხო და მარმოლი(ასაკის გამო) თორე დანარჩენების ფასი 500 000 ევროზე ნაკლებია (სატრანსფეროს ვგულისხმობ); ხალხურ ენაზე: ვედრო მანათი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 3 იანვარი 2024 19:45
    0
    სანდროს არაკაცური საქციელი კარგად მახსოვს .