ბარსა ხუან მირანდას მილანში შესაძლო ტრანსფერიდან 40%-ს მიიღებს

"ბარსელონას" ყოფილი და ამჟამად "ბეტისის" მარცხენა მცველი, ხუან მირანდა "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა.
იტალიელი ჟურნალისტის, მატეო მორეტოს ინფორმაციით, იტალიური კლუბი და 23 წლის ესპანელი ფეხბურთელი შეთანხმდნენ, რომ ის "როსონერის" ზაფხულში, უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, მაგრამ ახლა "ბეტისი" და "მილანი" მოლაპარაკებებს იმაზე აწარმოებენ, რომ ტრანსფერი იანვარში განხორციელდეს.
თუ მირანდა "მილანში" ზამთარში გადავა, მაშინ "ბარსელონა", გარიგების მიხედვით, ტრანსფერიდან 40%-ს მიიღებს. მირანდა "ბეტისს" "ბარსელონადან", 2020 წელს, იჯარის წესით შეუერთდა, ხოლო 2021 წელს ანდალუსიურმა კლუბმა ის ოფიციალურად გაიფორმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]