არაუხომ ოპერაციაზე უარი თქვა

არაუხომ ოპერაციაზე უარი თქვა

რონალდ არაუხო "ბარსელონასადმი" ერთგულებას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.  როგორც იცით, ურუგვაელმა ფეხბურთელმა "ატლეტიკოსთან" მატჩის პირველ ტაიმში ყბის ძვალი დაიზიანა.


რეაბილიტაციის ერთ-ერთი ვარიანტი ქირურგიული ჩარევა იყო, თუმცა ფეხბურთელმა ოპერაციაზე უარი განაცხადა.

ამისი მიზეზი ისაა, რომ არაუხოს სურს, გუნდს დაეხმაროს. ოპერაციის გარეშე, ის მატჩში მონაწილეობას სახის სპეციალური ნიღბით  შეძლებს. ამგვარად ის სრულად, დაახლოებით, 3 კვირაში გამოჯანმრთელდება.

შესაბამისად, Mundo Deportivo-ს ცნობით, რონალდს "ჟირონას" წინააღმდეგ მოედანზე მაინც ვიხილავთ.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 8 დეკემბერი 2023 02:18
    0
    ცხოველია მოკლედ ეს კაცი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 დეკემბერი 2023 09:41
    1
    კაპიტანო ❤️❤️❤️❤️
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 დეკემბერი 2023 19:41
    0
    თითქოს არ უნდოდა მეტოქეს, მაგრამ საკმაოდ ძლიერად ამოარტყა ყბაში. მე მეგონა ვერ გააგრძელებდა თამაშს, ამისთანა დარტყმით ყბაში მუშტით, მოკრივეები ნოკაუტში უშვებენ მეტოქეებს.
    ფანი [?]
    #5 6 დეკემბერი 2023 18:24
    1
    ციტატა: sandro89
    მაკსიმუს smile

    Decimus meridi😄🙏❤️
    გულშემატკივარი [?]
    #4 6 დეკემბერი 2023 17:34
    1
    ციტატა: Tsitsi
    ციტატა: Jorkaeff
    3 კვირაში თუ გამოჯანმრთელდება რანაირად იქნება ჟირონასთან?

    დაზიანებით ითამაშებს სპეციალური მასკით და 3 კვირამდე დასჭირდება რეაბილიტაციას ოპერაციის გარეშე


    ხოო. მადლობთ)
    რედაქტორი [?]
    #3 6 დეკემბერი 2023 17:31
    2
    ციტატა: Jorkaeff
    3 კვირაში თუ გამოჯანმრთელდება რანაირად იქნება ჟირონასთან?

    დაზიანებით ითამაშებს სპეციალური მასკით და 3 კვირამდე დასჭირდება რეაბილიტაციას ოპერაციის გარეშე
    Culé [?]
    #2 6 დეკემბერი 2023 17:29
    6
    მაკსიმუს smile
    გულშემატკივარი [?]
    #1 6 დეკემბერი 2023 17:29
    2
    3 კვირაში თუ გამოჯანმრთელდება რანაირად იქნება ჟირონასთან?