ოფიციალურად: ტერ შტეგენს ოპერაცია ჩაუტარდება

"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ამ კვირაში ოპერაცია ჩაუტარდება.
გერმანელს ზურგის პრობლემები აქვს. მეკარეს მკურნალობა უტარდებოდა, მაგრამ კონსერვატიულმა მეთოდებმა არ უშველა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
პროცედურის დასრულების შემდეგ კლუბი ახალ განცხადებას გაავრცელებს.
კლუბის სამედიცინო პერსონალთან და ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყდა, რომ ოპერაციას გავიკეთებ.
პაუზა მაბრაზებს, მაგრამ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რათა ჩემი კლუბისა და ნაკრების დასახმარებლად საუკეთესო ფორმაში დავბრუნდე.
- დაწერა ტერ შტეგენმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]