ტერ შტეგენი უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს | Sport
უკვე გადაწყვეტილია, რომ "ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ზურგის ტკივილის გამო, უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს, იტყობინება Sport.
წყაროს ინფორმაციით, გერმანელს რამდენიმე კვირა უქმობა მოუწევს. ის ესპანეთის სუპერთასის მატჩებს გამოტოვებს და ასევე უცნობია, შეძლებს თუ არა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპისთვის დაბრუნებას.
ტერ შტეგენის დაბრუნებამდე "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კარს "ლა მასიას" აღზრდილი, ინიაკი პენია დაიცავს, რომელმაც "ატლეტიკოსთან" გასულ მატჩში (1-0) ბრწყინვალე თამაში აჩვენა და უმნიშვნელოვანესი ბურთები მოიგერია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]