ტერ შტეგენს ოპერაცია ჩაუტარდება | RAC1

ტერ შტეგენს ოპერაცია ჩაუტარდება | RAC1

"ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გუნდს კიდევ დიდი ხნით ვერ დაუბრუნდება.

RAC1-ის ინფორმაციით, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ გერმანელს ოპერაცია ჩაუტარდება. ამის გამო მან, შესაძლოა, 2-3 თვე გამოტოვოს. როგორც მოგეხსენებათ, ტერ შტეგენს ზურგის ტკივილი აწუხებს, რის გამოც უკვე "ბარსას" 3 მატჩი გამოტოვა ("რაიო", "პორტუ", "ატლეტიკო").

მიუხედავად ამისა, კატალონიელებისთვის მისი არყოფნა გარდამტეხი არ უნდა იყოს, რადგან გუშინ ინიაკი პენიამ "ატლეტიკოსთან" შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ბრწყინვალე სეივები გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 5 დეკემბერი 2023 16:29
    0
    და რის ოპერაციას იკეთებს საინტერესოა, გაჭრიან და დახედავენ რა ჭირს? წინასწარ არ იციან რა სჭირდება ან რა სირთულისაა ეს ოპერაცია.
    Culé [?]
    #9 5 დეკემბერი 2023 12:45
    0
    აი ძან მეშინია ახლა ამის ოპერაციის 2-3 თვეს თუ გამოტოვებს ნიშნავს რომ პირდაპირ ლიგის წინ ბრუნდება ჩვენ კიდე არ ვართ ისე სასწაულ ფორმაში რომ ლიგის პირველ ეტაპზე ვიცნ არ უნდა შეგვხვდეს არ უნდა გვეშინოდეს თან მითუმეტეს თუ კოპენჰაგენი ან გალა შეგვხდა ტიპებმა ბაიერნს ეთამაშეს თანაბრად და ჩვენ რას გვიზამენ თან ცუდ ფორმაში მყოფი შტეგენით მერეც პსჟ,ნიუკასლი,მილანი ამთგან რომელიმე რომ შეგვხვდეს დაგვერხა ნაპოლის არც ისე მეშინია მაგათ ისეთი დაცვა ყავთ სულ რო მესის წასვლის შემდგომი ბარსა იყოს მაინც მოვუგებთ მარტო ნაპოლია ისეთი გუნდი რომელთანაც პირდაპირ გასულები ვართ თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც ახლაა და იუნაიტედი თუ გავლენ რათქმაუნდა

    ციტატა: Ferran7
    ძაან ცუდია იმედია მალე დაბრუნდება ჯერ ჯერობით პენია თავს კარგად ართმევს 1/8 ფინალშიც ლიგაზე არამგონია ძლიერი გუნდი დაგვეტაკოს როვერ გავცდეთ მერე კი დაბრუნდება შტეგო არაუხოს როგორ მოუხდა კაპიტნის სამკლაური 2 თამაშია უკვე❤️რაღაცნაირად უფრო ხოდავს გუნდს მაინც

    ძან არ აფასებ როგორც ჩანს წლევანდელ გუნდებს ლიგაზე მითუმეტეს მე2 ადგლიოსნებს
    Culé [?]
    #8 5 დეკემბერი 2023 11:32
    1
    პენიას დააკვირდნენ 100 იანი და მერე მიიღეს გადაწყვეტილება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 დეკემბერი 2023 04:02
    0
    მოკლედ გუნდში კატასტროფაა. მალე კარანტინს გამოაცხადებენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 დეკემბერი 2023 03:31
    1
    მალე დაგვიბრუნდი შტეგო პენია არ ინდობა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 დეკემბერი 2023 02:14
    4
    რა უცებ გადაიზარდა ერთ კვირიანი ზურგის ტკივილი 3 თვიან ტრავმაში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 დეკემბერი 2023 01:03
    2
    ისე მაგ ზურგის ტკივილს რამე კონკრეტული სახელი ამდენი ხანი ვერ დაერქვა? კუნთი აქვს დაზიანებული, იოგი, მყესი თუ ძვალი თუ ნერვი?! დიაგნოზის გარეშე ხოარ ჭრიან🤣🤣 მალე გამოჯანმრთელება მარკს, არ დაჭირდება დიდი დრო დასაბრუნებლად დარწმუნებული ვარ, მთავარია ოპერაციამ ჩაიაროს წარმატებით.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    წევრი [?]
    #3 4 დეკემბერი 2023 23:42
    3
    ძაან ცუდია იმედია მალე დაბრუნდება ჯერ ჯერობით პენია თავს კარგად ართმევს 1/8 ფინალშიც ლიგაზე არამგონია ძლიერი გუნდი დაგვეტაკოს როვერ გავცდეთ მერე კი დაბრუნდება შტეგო არაუხოს როგორ მოუხდა კაპიტნის სამკლაური 2 თამაშია უკვე❤️რაღაცნაირად უფრო ხოდავს გუნდს მაინც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 4 დეკემბერი 2023 23:26
    2
    მთავარია ლიგის პლეი ოფში იდგეს. ისე პენიას ყოჩაღ. საკმაოდ რთულ მატჩებში იდეალურად გაართვა თავი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    გულშემატკივარი [?]
    #1 4 დეკემბერი 2023 22:29
    3
    2-3 თვე ძალიან ბევრია. რაც არ უნდა კარგად იდგეს პენია, მარკს სხვა დატვირთვაც აქვს გუნდში. იმედია, იანვრის შუა რიცხვებისთვის სრულ კონდიციებში იქნება