ჟოაუ ფელიშმა გუშინ ატლეტიკოსთან სიცხით ითამაშა

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ჟოაუ ფელიშმა დღევანდელი სავარჯიშო სესია გამოტოვა.
COPE-ს ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს ცხელება აღენიშნება. ფელიში ავად გუშინაც იყო, თუმცა მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩი მაინც ჩაატარა და გამარჯვების გოლიც გაიტანა.
ფელიში კატალონიურ კლუბში "ატლეტიკოდან", ერთწლიანი იჯარით თამაშობს, "ბარსას" კი სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]