ტერ შტეგენი 2023 წელს ვეღარ ითამაშებს
მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ტრავმის გამო მოსალოდნელზე მეტი დროის გამოტოვება უწევს - ხავი მიგელის ინფორმაციით, გერმანელი მეკარე 2023 წელს ვეღარ ითამაშებს.
ჟურნალისტის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელს ზურგის ტკივილმა კვლავ არ გაუარა და ახლა მკურნალობის გაგრძელების შემდეგომ მეთოდზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ერთი ვარიანტის მიხედვით, ტერ შტეგენი რამდენიმე კვირა დაისვენებს და ტკივილის ბუნებრივად გაქრობას დაელოდება, თუმცა ექიმები ოპერაციის გაკეთებას არჩევენ. ამ შემთხვევაში, გერმანელი 4-6 კვირას იუქმებს და იანვრის მეორე ნახევარში დაბრუნდება.
"ბარსელონას" 2023 წელს 4 თამაში დარჩა ჩასატარებელი, რომლებშიც კარს კვლავ ინიაკი პენია დაიცავს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]