ბარსელონა კანსელუსა და ფელიშის იანვარში გამოსყიდვის ვარიანტს განიხილავს

“ბარსელონა” ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის იანვარში გამოსყიდვის ვარიანტს სერიოზულად განიხილავს, იტყობინება Mundo Deportivo.
წყაროს ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში დარჩენა თავად პორტუგალიელებსაც სურთ, რომლებიც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში შესანიშნავად გამოიყურებიან.
“ატლეტიკო” ფელიშს 80 მილიონ ევროდ აფასებს, “ბარსა” კი გეგმავს, რომ მადრიდელებს 40 მილიონი შესთავაზოს და ასევე გარიგებაში რომელიმე მოთამაშე ჩართოს.
”მანჩესტერ სიტი” იმედოვნებს, რომ კანსელუს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კატალონიელებს ამ თანხის 15 მილიონ ევრომდე შემცირება სურთ.
მათი აგენტი, ჟორჟე მენდეში კი ასევე მუშაობს იმაზე, რომ ორივე ჟოაუ “ბარსელონაში” კიდევ დიდი ხნით დარჩეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]